პოეზია · ლირიკა
*** "მებრალება თებერვალი"
მებრალება თებერვალი,ხან წყალია, ხანაც თიხა,თავზე ზამთრის ცოდვა-ბრალიაგურებად დაიტეხა.მოარტისტობს შლეგი მარტი,რიტორიკულ რეტრო ნოტად,მოიკითხავს კარავს ნატვრის,კვლავ ისესხებს დროს, _ იოტას.აფეთქებამ კვირტი გათქვა,ძუ სურვილებს აღარ სძინავთ,ღრუბლის მაქვით, სირმის ძაფად,მოდის ქოროდ, სევდის წვიმად...უცებ ქუფრი ფიქრიც გაქრა,ბაღი ღობის აზღუდს იკრავს,დღემ იმატა მთელი აკრით, _მამცნო ჩიტმა, ცის შიკრიკმა.