პოეზია · ლირიკა
ხილვა
აუსხლტა სხივი მათხოვრის ხელებს,გული მოეწვა ცას და ატირდა...ქუჩის წუხილი მიჰქონდა ღელეს,ჭადრის ხე ყვითელ ფოთლებს ბარდნიდადა ბარბაცებდა თითქოს ჰაერი,თითქოს ხეებიც იყვნენ მთვრალები.ფლობდა ძე კაცის დუმილს, ღვთაებრივსლაპარაკობდნენ მხოლოდ თვალები.