პოეზია · ლირიკა
*** "როგორ გიხდება რთველის ზეიმი"
როგორ გიხდება რთველის ზეიმი,ჩაშუქჩრდილებულ ქუჩის პირებთან...შაბიამანის ჭორფლებით სავსეფოთლებს ჰყრის ქარი ვაზის ძირებთან.ემშვიდობება მტევანი ლერწებს,ჭიგოს უჩუმრად ჩამოსდის ცრემლი,გულგაღეღილი დგას საწნახელიდა ტკბილ ნერწყვს ყლაპავს თავღია ქვევრი.