↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოცნება საქართველოზე

ნადირაძე კოლაუ

2014-05-121 წთ საკითხავი2497 ნახვა

—
სანდრო ცირეკიძეს
დავიწყებული ძველი ფონებიდა ნანგრევები დიდ ციხეების:ჩვენი დიდება მოსაგონები,ფართო ჩრდილები ცაცხვის ხეების.შედიხარ ჩუმად, გრილი ტაძარი...მოთაფლისფერო სახე მამების;და საცეცხლურში ცოტა ნაცარიდა შავი ხატი წმინდა სამების.ნიშანი ბედის _ კარზე ნალები,სახურავები დახავსებულიდა ღვთისმშობელის მოგრძო თვალებიუმანკო სევდით ამოვსებული.ო, მაგ უნაზეს მკლავების სითბოდა მარგალიტისფერი სხეულიწარსულზე ფიქრით ოცნებას მიტკბობს _გულში რომ არის ჩამონთხეული.ოღონდაც ერთხელ მაინც მენახაშენი მანდილის მაღლიდან რხევა,გამევლო ღამით ჩუმი ვენახიდა კოშკის კარი გაეღო მხევალს...დღეს, როცა მინებს წვიმა ასკდებადა ტვინს მიბურღავს მწუხარე ფიქრი, _ჩემი ოცნებაც გედივით კვდებადა იფარება სათუთი ფიფქით.კრწანისის ახლოს ყიოდა გედი,ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს...სხვა რა მოხდება იმაზე მეტი,რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?!დიდ გზასთანპატარა ღრუბელს, დარჩენილს მარტოდ,მისდევს სილაზე მსუბუქი ჩრდილიდა მთელი არე სუფთა და ფართოსუნთქავს დამტკბარი მზითა და დილით.და თითქოს წამით, წვეთად ქცეული,ზეცა და სივრცე გულში მეღვრება!სითბო, მაღლიდან გადმორხეულიმიწას და სხეულს ჩემსას ეკვრება.თვლემს ყოველივე, ნიავი გრილისხივებს აჟღერებს ოქროს სიმებად.ვზივარ უძრავად, ვარ თავდახრილი,დიდ გზას გავყურებ და მეღიმება.
ნადირაძე კოლაუ

ნადირაძე კოლაუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი