↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინაწერი

ნადირაძე კოლაუ

2014-05-121 წთ საკითხავი2498 ნახვა

—
ახლა, როდესაც ყველაფერი ისე ცხადია,როგორც რომ შენი მარტოობა სასაფლაოზე _(მე კიდევ მახსოვს ჩემს სხეულზე შენი ცრემლებიდა შევედრება გადარჩენის და სასწაულის) _მე აღარ მინდა ზამთრის დღეებს ვანდო ოცნებადა, როგორც ძველად,დღესაც ვიფიქრებ ისევ შენზე, ძვირფასო ჩემო!აქამდის მიყვარს შემოდგომის გამოხუნებადა მოლოდინი უეცარი ზამთრის თავდასხმის,როს გაიღვიძებ და ფანჯრებში შემოზვავდებათოვლის სპეტაკი ბრწყინვალება და სხივოსნობა _(ხომ ხედავ ახლაც, როგორც ბრიყვი, შევხარი ამას!)და სწორედ მაშინ, როცა გზები დაითოვებადა ძველ სკივრიდან ამოვაწყობ წარსულის ნიშნებს:ბავშვობის პერანგს, პირველ რვეულს და სათამაშოს,ისევ გიამბობ, როგორც ძველად, ჩემ გულის ამბავს,უმანკო ბავშვო, მეოცნებევ სასწაულებზე,ისევ გიჩვენებ განუკურნელ მწვავე იარასდა გეტყვი ჩუმად: "სასწაული აღარ არსებობს".
ნადირაძე კოლაუ

ნადირაძე კოლაუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი