↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოთხი დრო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
დროო, როგორ თრთისშენი წამწამი,კაცი თავს გადგასმუდამ სამ-სამი,არა ერთფერი.
შენ აგაყვავაპირველმა სამმა,შენ გაზაფხულისგფარავდა გამმადა ყვავილთ მტვერი.
შემდეგ მოვიდამეორე სამი,ზაფხულის ბაღადაქცია წამიგაზაფხულისა.
მესამე სამმაშეჰკრა, მოჰკონაველთა ათასიძნა ტონა-ტონადშვება გულისა.
მაგრამ მოვარდამეოთხე სამიმრისხანე რისხვისწამოსასხამით,დაისადგურა.
მთებს შთაუბერასული სხვაფერი,კვლავ შეუბერადა ყველაფერიგაანადგურა.
მაგრამ ხომ მოვაპირველი სამი,გამოაცოცხლებსყვავილებს ნამიციური კალთის,
განვლილი ჭირიუჩნდეს არაფრად,გაიფრიალებსცისფერი აფრალამაზ ხომალდის!
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი