↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩვენი დღის ამბებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
ჩვენი დღის ამბებს - ძალიან მწყრალითვალებით უსმენს ჩემი გადია;კეთილი, ძველი ქართველი ქალი,ვისიც გზა სულის სიდიადეა.
არა აქ უნდა ნახოთ, არამედიქ, სადაც ლოცვა და ზარებიადა შორეული ეპოქის ღამედკანკელი ფერებს შეფარებია.
სვეტიცხოველში ეშვება მაშინგაოცებული ლანდი - აგატიდა უუძველეს მიწაში ნაშენსსხივები ცვივა, ბროლთა ნაკადი.
ფანტასტიური. ოცნებიან დღესქერუბიმების მოესმის კვდომა,მას შეუყვარდა ყოველივე ეს -ფერისცვალება, ბზობა, აღდგომა.
გადია! ლაჟვარდ სირმარეულიგუმბათების ქვეშ ხატებს ევლები,მთვარეული და სიზმარეულიგეჩვენებიან სასუფევლები.
კვლავ გუმბათიდან უნაზეს ლილასგანგიალებენ სნეულ ფერებით,შავ მარმარილოს, თეთრ მარმარილოსდა მარმარილოს ვარდის ჩქერებით.
გწყურია, ოდეს სანთლები ელავს,წაიღო სულით აურზაური,ბაგით შეეხო მადონას ხელებსდა იგრძნო სუნთქვა არ აქაური.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი