↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოკეანე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
მთლად დატვირთულ ნავთის გემებსამოძრავებს ქარი მავნე,თითქო რასმე აიჩემებს -შფოთავს, ღელავს ოკეანე.
ოკეანე ღელავს, შფოთავს,ზიდავს ბენზინს, ზიდავს ნახშირს;ოკეანე იცნობს ცოტასერთა ჩვენთა ძლიერ კავშირს.
ჩვენში კაცმა საქმის ჟინიმთელ ქვეყანას გააგონა,უზრუნველჰყო რა ბენზინიმრავალ ათას ასთა ტონა.
და ზღვისპირა ხელბარაქადნავთს რომ სწმენდს და ასპეტაკებს,ამ ერთგულ კაცს იცნობს კარგად,ამ ერთგულ კაცს საქმე აქებს.
ბურღილების განთქმულ დამბებსპირველ ადგილს მოქანავე,საოცარ და ნათელ ამბებსღელვით ისმენს ოკეანე.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი