↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ომნიბუსით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ეზოს ახსოვს ყოველ წუთისშარაგზა და გადაღმა.ისევ იქ დგას ჩრდილი თუთის,ცაცხვები კი გადახმა.და ტირიფიც მაღლარ მტევნით!სასაცილო ტირიფი.გადახრილი ზედმიწევნით,მსუბუქი და ირიბი.დაფენილი, თითქო ომში,ფშანია თუ ჟალტამი?ველად ყრია ლურჯი კომშიდა ცისფერი ატამი.ალუბლები ისევ ქრიან -სევდიანნი სიონი,და სახელად რიონს ჰქვიანისევ იგი რიონი.ისევ ჩნდება მწყერით ველი,ღალღა თვალს ეცეცება.ღამღამობით მოდის მგელიდა საქონელს ეცემა.დარჩენილი მინდვრად ჩალა,დანისლული კოპიტი.განადგურდა მეფის ჭალა -ჩრდილი შემოდგომითი.ომნიბუსო, მახსოვს შენიშარაგზებზე ჟღარუნი,ძველი დაბა ახალშენი,და ქვიტკირის წყარონი.ბარს ედები, ცას ედები,წყალს, დაღარულს დამბებით,მოგაქვს თეთრი გაზეთებიმუდამ ძველი ამბებით.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი