↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოპერიდან გამოვიდა გვიან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ოპერიდან გამოვიდა გვიან,ყველა ნახა და ვერავინ ნახა,კლუბის წევრი ახლა აღარ ჰქვიან,თუ წაშლილა ნაცნობების სახე...ყველგან იყო, სასახლეშიც იყო,მთავარ ქუჩით გაიარა ნელა.ზედ კარებზე მიყრილია თიხა;ამომწყდარა, გაიფიქრა, ყველა.გამობრუნდა კვლავ იმავე ქუჩით,თეატრიდან მასსა მოდის ტალღითდა დარწმუნდა, ხეივნების რუჯითრომ აქ მართლა ამომწყდარა ხალხი.უცებ ქალის გაახსენდა ბინა:ეტლი! ჩქარა! ნიავია ქარის!ცოცხალია კურტიზანი ნინა,მაშ, სიცოცხლეც ეფინება პარიზს.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი