პოეზია · ლირიკა
ბერიკაული
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ხმალს ჰლესავს ბერიკაული,დაფიქრებული ძალზედა,ჰლესავს დიდრონი სალესით,თან ცერს გადუსომს ფხაზედა.დიდხანს ეკიდა კაჩხაზე,არ გატანილა კარზედა.შემჭვარლული აქვს ქარქაში,მტვერი სდებია ტარზედა,ხმალი ჟანგს შეუჭამია,ვაჰ დედას მტრისას, რაზედა?მოსულან ახალ-უხლები,წამოსდგმიან თავზედა:„ხმალს ვისზე ჰლესავ, ბიძია,მაგრე გულმოდგინებითა?შენ უნდა ცელსა ჰლესავდე,ან ცულსა!“ - ჰკითხეს წყებითა.- თქვენ ბალღები ხართ, რა იცით,დღეში ათასჯერ სცდებითა.კარგახანს ვლესე ისინი,ვიქნიე ცული, ცელიცა,დავღვარე ოფლი მრავალი,მით მოვრწყე ტყე და ველია;მათ სამსახურში დავლიეწუთისოფელი მთელია.მაინც ვერ ამოვიყვანეუბეს პურს დანატრებულსავინ მომცა ლუკმა სველია?საკმაო ხანი ვითმინე,მოთმენა გამომელია.ახლა ხმალს ვლესავ გორდასა,გალესვა იმის ჯერია;იქნება იმან მიშველოსდა მომაშოროს მტერია.აჭიმა ბერიკაულმამაღლა წარბები სქელიადა გადმოყარა თვალთაგანნაპერწკლის ჯგუფი ცხელია.„მტერზე ჩვენ მივალთ ახლები,შენ დაწევ, დაისვენეა!“- ჰმ! თუ წინ ბერი არ მოკვდა,ახლის სიკვდილი ძნელია! –კვალად სთქვა ბერიკაულმა,ოხვრა ამოჰხდა გრძელია.
1905