პოეზია · ლირიკა
* * * "ერთი რამ მინდა სათქმელად"
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ერთი რამ მინდა სათქმელად,გულს ნისლად დაფარებული,ციდამ ცა-ქვეყნის გამგესისამღერლად დაბარებული.ვსთქვა, თუ არა ვსთქვა, რას მეტყვით,გულისაც დავალებული?!შორს მიდის ჩემი გონება,ოცნება გამალებული;გულს ბევრი უნდა ტიალსა -ხარია ალაღებული.ნუ მომთხოვთ, მაშინ არ ძალმიძსმსჯელობა დალაგებული...მაინც ბოღმა მკლავს, მაინცაარა ვარ გალაღებული.ნეტავ, დაგლევდი, ბუნებავ,შენის ცოდვით და მადლითა,ან შენ დამლევდი, რომ შენთანმეც მემუშავა ადლითა.ვერ სძღები სიყვარულითა,გულო, არ იქნა არობით;იმღერე, ისევ იმღერე,ჟინი მოიკალ გალობით;ეს გაზაფხულიც ჩამოდგაქვეყნის დამდგენის წყალობით.
1893 წ.