პოეზია · ლირიკა
ადგილო კურუმ-კურუმო
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ადგილო კურუმ-კურუმო,ველიან-ჭალიანაო,სამოთხესავით ლამაზო,მიყვარხარ ძალიანაო,რადა ხარ სულ მუდამ დინჯიშე შურთხის თვალიანაო?იმსჭვალვის აზრით ქვეყანაკაციან-ქალიანაო!შენის გულისთვის თავს იკლავს,სისხლს და ცრემლს აფრქვევს ყველაო;შენ არც ჭირს იმჩნევ ჭირადა,არც დაგეტყობა ლხენაო;მსმენოდა ნეტამც ერთხელამე შენი ტკბილი ენაო,მენახა აღფრთოვანებადა შენი აღმაფრენაო!გულში ინახავ დიდ ფიქრსა,არ გინდა გამოჩენაო.შენი მტერი და ორგულიუფალმა შეაჩვენაო!მთვრალი ხარ მხოლოდ ეშხითა,დღისით - მზით, ღამე - მთვარითა,ფეხთით არაგვი გიმღერის,იორი გიზის თავითა.გარიგებს დედობრივის ხმით,იყო ჭკვიანად, დინჯადა,რომ გიხსენებდეს ქვეყანამუდამ-ჟამს კაი ბიჭადა!შემკულსა ყვავილებითაპირს გბანდეს ნამი დილისა,გულს გაწვეთებდეს ნექტარსასიო ნიავის გრილისა.ნუ მოსტყუვდები, სიტურფესგარეგანს უნდა აზრიცა:სიმშვენიერეს ტვინისასვერ სჯობს სიტურფე ტანისა,თორემ დაჰკარგავ მაგასაც,რაც წარმტაცი გაქვს თვალისა.
1906 წ.