პოეზია · ლირიკა
1795 წლის სახსოვრად
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
აგერ ამოდგა აჩრდილი,აკლდამის კარი გაიღო;რა ფრიად შეწუხებულა,ხელში ფრანგული აიღო...
მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი,ნალმა ძგრიალი გაიღო.თვალთაგან ცრემლ-დანადენსასისხლი უცინის მკლავზედა,მაინც არ ტყდება მოხუცი,ხელი უვლია ხმალზედა;გასცქერის ტფილისისაკენ,აღშფოთებული ძალზედა;იწვება ჩვენი ქალაქი,ალი შემჯდარა ალზედა.იქ მიშველება სწადიან,თავს ესხმის გუნდი მტერისა;უხმობს იმერთ და ამერთა,ვისაც თავი აქვს შველისა.მოუვლენ არაგველები, -გულ-გადალევით ელისა.სადა ჰყავს შავარდნის გუნდი,ვაჟკაცნი ლომის ფერანი?ტახტი დაუწვეს მეფესა,ქვეყანა ქმნილა ვერანი.სრულ სისხლით გადაბასრულანმწვანე ივერთა ველანი.ფარფაშობს აღა-მაჰმადი,თამაშობს იმის მერანი.
სადაა ქართველთ ბიჭები,ვით გასძლონ ამის მზერანი?- ვაჰმე, სადა და სადღაა,კრწანისზე გასწყდენ ყველანი.უხმობს, უწოდებს მხედართა...დადუმებულან ენანი...თამარს და ვახტანგს მიართვესტანზედ წყლულების თმენანი.ვაჰ, რომ მათ შთამაოებასდაგვეხშო ყურთა სმენანი:სისხლის დაღვრასთან სწორად გვაჩნსქაღალდს ნათითხნი მელანი.
1895