↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალექსანდრე ყაზბეგს

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21096 ნახვა

—
შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,სული დაჰლიე ტანჯვითა,მიუხვალ მამა-პაპათაამოღებულის ხანჯრითა,ცრემლად დამდნარის გულითა,დაღლილი მტრისა ჯავრითა!..ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,ცრემლი მიგყვება საგძლადადა ტრფობა შენის ქვეყნისაუქმს და ხელუყრელს აბჯრადა.თავს დგმული ეკლის გვირგვინიფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,მამულისათვის გამწყდართაიმ საქართველოს შვილებსა.ცოცხლად იმედით მცხოვრებო,გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში!პირობა ქართველებისა,ვგონებ, მიგყვება უბეში!..უჩვენე შენი კალამი,ნაწები სისხლის გუბეში!
1893 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი