პოეზია · ლირიკა
* * * მცირეა წამი
მცირეა წამი. ყველაფერი დნება და ქრებადა უერთდება მარადიულს - მიწას და ჰაერს.მცირეა წამი, - და ვერ ვასწრებთ თვით ცაფიქრებას,ისე იოლად ჩაგვათავებს, ვით მწყემსი შაირს.მცირეა წამი სიცოცხლისა - ადამს რომ ერგო,თვითონ სიცოცხლე კი უსაბამო და უსასრულო.ო! მე კი მინდა, რომ სიცოცხლის დავირგა ნერგი,მოიხნას წლები და უჭვრეტდე ნაყოფს სასურველს.მცირეა წამი და სიცოცხლე დნება და ქრება -მცირეა ისე, რომ ვერ ვასწრებთ თვით ჩაფიქრებას.
1952