↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ნაწვიმარია

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8596 ნახვა

—
ნაწვიმარია... ვარ მსუბუქი და სხვანაირი.ჰაერი ისე სუფთაა და ისეა ლაღი,რომ ეხლა ალბათ ამ ჰაერით სუნთქავს ჰაერი,აღვსებულია სიმწვანით და წვიმებით ბაღი.
ქარმა დააფრთხო ყვავილიდან წვეთები წვიმისდა მეც სიამით გამაჟრჟოლა, როგორც ამ ყვავილს,მსუბუქი სევდით შეიცვალა ნაღველი მძიმე, -და უსხეული და მარადი მგონია თავი.
ნაწვიმარია... ვარ მსუბუქი და სხვანაირი.სევდიან მზერას, დავატარებ მიზნის გარეშე...ო, ეხლა ალბათ ამ ჰაერით სუნთქავს ჰაერიც,მსუბუქი სევდა გადამიტანს უცხო მხარეში.
ნაწვიმარია... ვარ მსუბუქი და სხვანაირი.ნაწვიმარია დედამიწა, ცა და ჰაერი.
1956
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი