↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ო, როგორ მინდა

ჩანტლაძე შოთა

2021-04-132 წთ საკითხავი8601 ნახვა

—
ო, როგორ მინდა ეხლა კუბოში ვიწვე...აი, ესე ნაზად, გულხელდაკრეფილი...და ვინმე ტიროდეს ძალიან ჩუმად...ჩუმად... მესმოდეს ტირილი...მესმოდეს მუსიკა, რომელიც ემგვანება ტირილს...ო, როგორ მინდა ვიწვე კუბოშითალხით შემოსილ პატარა ოთახში.ო, როგორ მინდა მესმოდეს ქვითინი უცნობი ქალების,ქვითინი ჩუმი და დამაჩუმებელი.ო, როგორ მინდა უცნობ ქალებს ქონდეთთვალები ბნელი და ფართო.ო, როგორ მინდა იწოდეს სანთელი,როდესაც თითქოს მუხლი ეკეცებადა აღარ ეცემა მაინც და იტანჯება,რომ აღარ ეცემა და აღარ ეცემა მაინც.ო, როგორ მინდა მეამბორონ ძალიან ნაზად,ო, როგორ მინდა დამეწვეთოს ბაგეზე ცრემლი,ო, როგორ მინდა შუაღამით, როდესაც ცაზე,აღარ არიან ვარსკვლავები და სიბნელეა,ძალიან კარგი და საყვარელი ასწიოს კუბოტლანქმა კაცებმა,უხეში ხელით და წამასვენონ სასაფლაოსკენ.ო, როგორ მინდა ჩემ ბნელ კუბოსნელი ნაბიჯით მიჰყვებოდნენ უცნობი ქალები,რომელთაც ექნებათ თვალები ბნელი და ფართო.ო, როგორ მინდა ჩუმი ქვითინი მათი.ო, როგორ მინდა გააღვიძონ ღამით მესაფლავედა უბრძანონ ჩაუშვას კუბო სამარეში.ო, როგორ არ მინდა შეიგინოს მესაფლავემ,რომელიც უდროოდ გამოაღვიძეს.ო, როგორ მინდა დამეყაროს უდანაშაულო მიწადა დავიფარო მიწით.მე ვიცი, მიწა შეიშმუშნება უხერხულად და გაიფიქრებს,ჩემი ბრალი არ არის, მაპატიე ძმობილო.ო, მე გაუგებ საბრალო მიწას,ო, ჩვენ გაუგებთ ერთმანეთსდა სამუდამოდ, სამუდამოდ დავმეგობრდებით.
გაზაფხულზე ამოვლენ ყვავილები ჩემს სამარეზედა გამვლელ-გამომვლელს ახარებენ, რომ მეკარგად მკვდარი ვარ და სევდიანად გაიღიმებსგამვლელი და შეჩერდება და გაიარს.
1956
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი