პოეზია · ლირიკა
ცენტრიფუგა
შენ, ერთი უბრალო ბროშურახარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,რომელიც ეკუთვნის მისტერ იქსს,რომელიც, თავის მხრივ, ასევე,ეკუთვნის სადაფის ამბუშურს,რომელსაც უმზეო ტაროსშიაბოლებს, კითხულობს პასტერნაკს,დროდადრო - ბობროვს ან ასეევს.
დროდადრო ყველაფრის ახლიდანდაწყებას ცდილობს და ალაგებსჩანთას და გარბის და გაჭრილივაშლივით ჰგვანან და მისდევენერთმანეთს ქუჩები, სახლები,სახლები, ქუჩები - ქალაქი,რომელიც ყელში აქვს გაჩრილიდა სიმსივნესავით იზრდება.
დროდადრო ფეხებზე ჰკიდიაის, რასაც დროდადრო ართულებს.უბრალოდ უნდა, რომ წაიქცესსაწოლზე. მთავრდება მასივი.მთავრდება პროსპექტი. მიდიანფეხები. ითვლიან სართულებსთვალები, რომლებშიც ჩაექცაღამე და საეჭვოდ გასივდა.
დროდადრო განიცდის. დროდადრობაგეებს ისველებს შარტრეზით,დროდადრო ჭიქაში მიძვრებათავით და ფეხებით, ვისკიან.დროდადრო ფანჯრებში - მონმარტრი,დროდადრო - ქამდენი. ფანჯრებზედროდადრო წვიმების ტიტრები.დროდადრო ფანჯრებში ისვრიან
პატარა ბავშვები, პატარაკენჭებს და პატარა ხელებზეულაგებს პატარა მონეტებს,ან მიდის, კანფეტებს ყიდულობს.დროდადრო ცხოვრებას ატარებსჩაკეტილ ოთახში, ელიფსურ,კითხულობს შექსპირის სონეტებს,ან ვინმე ფუტურისტს კითხულობს
დროდადრო, ვთქვათ - ვინმე ასეევს,ვთქვათ - ვინმე ბობროვს, ან პასტერნაკს.ეკუთვნის უმზეო ტაროსშისადაფის ძველებურ ამბუშურს,რომელიც, თავის მხრივ, ასევე,ეკუთვნის ვიღაცა მისტერ იქსს...ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,შენ, ერთი უბრალო ბროშურა.