↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემო იარალი

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17535 ნახვა

—
ვერაფერ ახალს ვერ გთავაზობ. არათუახალს, ძველიც კი არაფერი არ დამრჩასათქმელი. ჩუმად მივუყვები ნარატივს,სადაც ვიცხოვრეთ, გვიყვარდა და გადავრჩით
ამდენად, სიკვდილს, სასწაულით, რამდენჯერ?!სოფლით, ორღობით, ლილოჭრილით... გამაშით,ჩაფხუტით, ჩექმით, იარაღით, ფარაჯით,ბაბთით, ცილინდრით, მოკასინით, და ა. შ.
მხარდამხარ, მედგრად, თავგანწირვით, უშიშრად,ზამთრით, სიცივით, პურის რიგით, კუპონით,შიმშილით, არყით, ოპიუმით, ჰაშიშით,უღვთოდ, უდროოდ, უსამშობლოდ, უგონოდ -
რამდენჯერ, ჩემო იარალი?! არათუახალს - ძველიც კი არაფერი არ დარჩა,სათქმელი. უხმოდ მივუყვები ნარატივს,ანდანტე... პრესტო... მოდერატო... ვივაჩე...
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი