↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომის ინსომნია

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17537 ნახვა

—
აღარაფერი აღარ დარჩა ძველი განძიდან,დუმილის ოქროც განიავდა და სიტყვის ვერცხლიც.ღამის პეპელა სტრიქონებით ვაპურებ მერცხლებს,სიცარიელით ჩემი სული როგორ დამძიმდა.რადგან რაც იყო გასაზიდი, ჟამმა გაზიდადა ახლა დროის უზარმაზარ საცერში გაცრილს,სექტემბრის ქარი სხეულიდან ფოთლებს-ღა მაცლის,
მე, ასეთ ბებერს, ასეთ ხმელს და ასეთ გატოტვილსმათში, ვინც მოდის და ფესვებზე თეთრ ბატკანს მაბამს.შემოდგომაა. ინსომნია. ტრაგიკულ ამბავს,წიგნის თაროზე შემომჯდარი, ყვება ბალმონტი -როგორ დედდება სისხლძარღვებში ქაღალდის წებო...ჩემი დაღლილი თვალებიდან ღამე გადმოდისდა ჩემს მაგიერ ტანთ იხდის და ლოგინში წვება.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი