პოეზია · ლირიკა
ღმერთების მტერი
იცი, როგორ ვარ? ქარბუქი რომ თავს დაატყდებასოფელს და ყველა მიატოვებს. სიცარიელეისე იზრდება ამ სოფელში, წლების მანძილზე,საკუთარ მკერდში რომ ვაშენე, ჩემი მფარველისულებისთვის, რომ ცოტა ხანში არათუ სამ-ოთხტყის სულს, არამედ, ზუსტად ვიცი, მთელი სამყაროსმხეცებს დავიტევ, ჭეშმარიტი შამანივით დავიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ
იცი, როგორ ვარ? კატას სარზე რომ წამოაგებდა უცქერ, როგორ საცოდავად ფართხალებს. უცქერდა ამაყი ხარ, კმაყოფილი, იმით, რომ ასეიოლად არ ხარ მისაწვდომი, ასე მარტივადგასაგები და თავს იმშვიდებ იმით, რომ შეგწევსძალა ბრძოლის და ძალა თქმის და ძალა გაქცევისბოლოს და ბოლოს - შენს ხელთაა შენი ბედიც დავიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ
იცი, როგორ ვარ? დახვრეტილი წიგნის გმირივით,წლების მერე რომ სხვის წიგნებში ცოცხლდება, კვდება,ცოცხლდება, კვდება და ერთხელაც ყელში ამოსდისეს ყველაფერი. ერთდროულად ყველა წიგნიდანგარბის და ისე იკარგება, საკუთარ თავსაცვეღარ პოულობს სივრცისა და დროის შავ ხვრელში -"ბაღში, რომელშიც ბილიკები იყრებიან" დავიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ
იცი, როგორ ვარ? ასაკიც რომ კარგავს პირვანდელმნიშვნელობას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველაღირებულება, რაც აქამდე გაგაჩნდა, შენიწარსულიც, აწმყოც, მომავალიც და არსებობაც,ზოგადად. იღებ ფურცლის ნაგლეჯს, იღებ კალმისტარსდა წერ, რომ შენი სახელია "საკარიასი",მიგაქვს სანთელთან ეს ნაგლეჯი (ფურცლის) და წვავ დავიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ
იცი, როგორ ვარ? არაფერი როცა არ ხდებაგარშემო. როცა გასართობად რამეს იგონებ,ამბავს რომლიც უნდა მოხდეს, ან უკვე მოხდადა რა თქმა უნდა ტრაგიკულად დასრულდა შენთვის,ან დასრულდება და მერე ამ გამოგონილიტრაგედიების ანჟანბემანს აყოლებ ჩაისდა შიგადაშიგ შაქრის ნატეხს, ან მურაბას დავიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ
იცი, როგორ ვარ? როცა შენში თავს იჩენს ნიჭიმისნობის, ისე ერთფეროვნად გადის ყოველდღეერთი ცხოვრების ერთი მთელი ცხრა მეათედი,ყოველთვის ერთი სადგურიდან, ასევე ერთიმიმართულებით, ზუსტად იცი ხვალ რა მოხდება:როგორ პოზაში გაიღვიძებ, სად წახვალ, ან ვინშეგხვდება გზად და რა ეცმევა, რას გეტყვის სხვას დავიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ
იცი, როგორ ვარ? როცა გინდა რომ ღმერთის გწამდესდა გულს ვერ უდებ. ვერ პოულობ ადგილს და მიზეზსდარჩენის, როცა წასვლა გინდა და მაინც რჩებიდა ან პირიქით, მიდიხარ და დარჩენა გინდა.როცა არსებობს რაღაც ძალა, რასაც ეყრდნობი,ან რაც გეყრდნობა (მაგიაა), გიყვარს, ან მეტიც -უყვარხარ, ვინმეს და ვერ ამჩნევ, ან არ იმჩნევ დავიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, რადგან
სოფელში, ერთ დროს სულებისთვსის რომ ავაშენე,ჩემი კეთილი სულებისთვის, საკუთარ მკერდში,იმდენმა (უფრო სწორად რომ ვთქვა - იმხელა) მხეცმადაისადგურა, რომ ადგილი სხვა სულებისთვისაღარც კი დარჩა და ამიტომ, იცი, როგორ ვარ?ამ უთავბოლო ვერბლანივით: უშინაარსო,უცეცხლო, უწყლო, უმიწაო, უჰაერო დავიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა.