პოეზია · ლირიკა
ქუჩის მუსიკოსი
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,მამა დგება, უბრალოდ და კოპწიადიმოსება და სახლიდან მიდის.მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,ოჯახს უფრო წაადგება ჭამადა მშიერი მიაშურებს მიწის-ქვეშა გადასასვლელს მამა.მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...გიტარით და გასაშლელი სკამით,მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროსდა ბრუნდება სახლში გვიან ღამით,მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.არის ბედის ირონია, უფროწამებაა - ამაყია მამა.მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)და პოეტ შვილს, თან მასსავით - ქუჩის,სახლში პური მიუტანოს უნდა.მამაჩემი დიდი მუსიკოსია...ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,მამა დგება, უბრალოდ და კოპწიადიმოსება და სახლიდან მიდის.