↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

"ღჯუკენ"

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17542 ნახვა

—
რა გაეწყობა?! აქ ვამთავრებ, ძვირფასო თეა -მზემ საბოლოოდ გამომწოვა სულიდან სისხლი.სანაპიროა, შუადღეა, ივლისის თვეა,ორმოცდარაღაც (ცელსიუსით) გრადუსი სიცხე.
რა გაეწყობა?! მგონი მივხვდი, რას ნიშნავს "ღჯუკენ"...მზემ საბოლოოდ გამომჭამა სულიდან ხორცი.ათამდე ვითვლი, მერე ისევ - ათიდან უკანდა სექტემბრამდე აღარაფერს აღარ ვწერ, მორჩა!
რა გაეწყობა?! პოეზია, იქაც და აქაც -დროებით მაინც არ მიხსენო, ძვირფასო, ლექსი.სიცხე - გრადუსი (ცელსიუსით) ორმოცდარაღაც,სანაპიროა, შუადღეა, ივლისის ექვსი.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი