პოეზია · ლირიკა
ლექსო!
შენ ხომ ჩემი პირმშო ხარ,შენ ხომ ჩემი შვილი ხარ,როცა ვმღერი _ მღერიხარ,როცა ვტირი _ ტირიხარ...როცა ხმალს ვლეს, შენს ფხაზე,მზე სულ ციმციმ-ციმციმებს,თუ ვწუხ _ შენაც გატყობ, რომგემატება სიმძიმე.რა ღვთიური სხივის ხარ,რა ღვთიური მადლის ხარ,წამით რომ დაგივიწყო,სუნთქვასავით მაკლიხარ.ჰოდა ბოლო ნაბიჯიც,ერთად უნდა გადავდგათ,რომ იქ, გაღმა ნაპირზეცმომიკითხო _ სადა ხარ?!გთხოვ, წამით არ დამტოვო,სულს იქმც ედგე მფარველად,სადაც ცის გზა იწყებადა მიწისა მთავრდება...