პოეზია · ლირიკა
ლექსი _ საკენკი
ღამით, როცა ვიძინებ,ეღვიძებათ ტკივილებსდა ასკდებათ სხეულზე,დღით ნაცვამი სამოსი...შიში, როცა სადგურებსმია-შეა-კივილებს...ვყვირი და მეღვიძება:მართლა ხომ არ წამომცდა??თავი ბალიშს ვერ ჰგუობს,ზურგი ჰორიზონტალურყოფას გადაეჩვია _ავსიზმრებსშეჩვეული...და ჩემს არავოკალურხმებსაც გზა აერიათ.ჩაუსაფრდნენ როიალსდა სანოტო რვეულიცგდია ისე პირღია,როგორც თოთო ბარტყები,დედა-მერცხლის მოფრენასჭყივილით რომ ხვდებიან...და ივსება რვეული,(თუმც წვრილ-წვრილ საკენკით),მეც ვამთავრებ და ლექსიცსიზმარ-ცხადში ხეტიალს.