↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მთვარე - ძაღლიშვილი"

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17613 ნახვა

—
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.
რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.
ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდაისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...
და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი