↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გაუმარჯოს ცუდი ქცევის შესანიშნავ ქალბატონებს

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი27001 ნახვა

—
გაუმარჯოს ცუდი ქცევის შესანიშნავ ქალბატონებს:სიყვარულის ანაბანა მაგათ დაგვიკაბადონეს.ხელს ერთმანეთს არ უშლიდნენ:ხალიანი - ხალებიანს,მოდიოდნენ -მიდიოდნენ,როგორც დაგიბარებია.ხილი ბევრჯერ ვიხილეთ დაარ გვიკითხავს მებაღე და -იმ მებაღის მობილური,ვინც ედემში შეგვახედა.კაცის გული ისეთია,ვიდრე წყურვილს მოიკლავდეს,მოპარული ურჩევნია რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს.თვლა მეხსიერებისა ჟამმა დაგვინაგვიანა,მაგრამ ვერვინ დაგვავიწყა რამდენიმე „რაქვიანა“.ბრძენი ამბობს: უცოდველი ვერ მიაღწევ უფალთანო,სალხინებლის ლაბირინთებს ვერ გაივლი უფატმანოდ.2000
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი