↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "უმობილურო ვერ აჯობებს"

ჯავახაძე ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი27129 ნახვა

—
უმობილურო ვერ აჯობებს მობილურიანს:ენა ამისი ნამგალივით მოპირულია.უიარაღო ვერ გაასწრებს იარაღიანს,თუ წინ მდელოა, ხოლო უკან იალაღია."ფიატიანი" ვერ გაასწრებს "მერსედესიანს":მერვე ასცდება? - არა უშავს: მეცხრედ ესვრიან! -და გამოიხსნის ალანიას ალასანია,სადაც ართანა, ანაგა და ალაზანია.მაგრამ გაფრთხილდით: აღორძინდა ბერიკაობა:ბევრი ჩაება და ხაფანგშიც ბევრი გაება.სამართლის წიგნში თავები და ქვეთავებიადა ნიღბიანი ნაცნობები გვედავებიან:ორასიანი ედავება - ასკარატიანს,მასკარადია ეს ცხოვრება - მასხარადია!
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი