↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტი

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-121 წთ საკითხავი9122 ნახვა

—
სანამ არ იხმობს წმინდა ზვარაკადთვით აპოლონი პოეტს სრულიად,ის სულმდაბალი, რჩეულს არა ჰგავს,ფუქსავატ ხალხში ჩაძირულია.სდუმს მისი ჰანგი ღვთაებრივ სწორი,სულში სიცივე ჩაუთესია,და ქვეყნის მცირე შობილთა შორისიქნებ ყველაზე უმცირესია.მაგრამ რა წამსაც ღვთიური ხმებითმახვილი სმენა შეიგარსება,პოეტის სული გაშლილი ფრთებითგაღვიძებულ ორბს დაემსგავსება.იღლება იგი ქვეყნის გმინვაში,ადამიანთა ხმას ერიდება,და ხალხის მაღალ კერპის წინაშექედს არ მოიხრის ურჩი დიდება.გარბის ველური, გამკაცრებული,და ღელვით სავსე მღერა სწყურია,სადაც დგას ფართო ხეთა კრებული,ანდა ზვირთები უდაბურია.
1827

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი