პოეზია · ლირიკა
ალბომში
რა არის შენთივს ჩემი სახელი?როგორც ნაპირთან ტალღის ხმაური,ვით ტყეში ღამის ხმა უცნაური,გაქრება მისი გამოძახილი.
ხსოვნის ფურცელზე დარჩება იგი,მსგავსი წარწერის საფლავის ქვაზე,გამოუცნობელ, უცხო ენაზე,ვით მკვდარი ნიშნების უსულო რიგი.
ცხოვრება - ყოვლის დამვიწყებელი -ჩემს სახელს წაშლის თავის ჩრდილით,ის ვერ იქნება შენი მხლებელი,ვით მოგონება ნაზი და ტკბილი.
როცა გაგწირავს იღბალი მტრული,მაშინ მახსენე შენ მწუხარებით.სთქვი: - ქვეყანაზე არსებობს გული,სადაც მაქვს ბინა შეუდარები.
1830