↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ა. პ. კერნისადმი

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-121 წთ საკითხავი9123 ნახვა

—
მე წამიერი მახსოვს მშვენება:ჩემს თვალწინ შენი გამოცხადება,ვით წარმავალი რამ მოჩვენება,ვით სილამაზის წმიდა ხატება.
შემდეგ ქვეყნიურ აურზაურითჩემს უიმედო სევდით წვალებასესიზმრა ნაზი ხმაურიდა ძვირფას ხმათა იდუმალება.
ვიდოდნენ წლები. ოცნება ძველიყველგან გაჰფანტა ქარმა სავსებით.მე დამავიწყდა შენი ხმა მწველი,შენი ციური სახის ხაზები.
ზანტად ვიდოდნენ დღეები მწარეყრუ პატიმრობის არემარეში,უშთაგონებოდ, სიცოცხლის გარე,ღვთის, სიყვარულის, ცრემლის გარეშე.
მაგრამ დაუდგა სულს განათება -კვლავ იგივ შენი გამოცხადება,ვით არმავალი რამ მოჩვენება,ვით სილამაზე წმინდა ხატება.
და ლაღ ძგერაში გული ჩაება,და აღსდგნენ მისთვის დღემდე ფარული:ის შთაგონება, იგივ ღვთაება,სიცოცხლე, ცრემლი და სიყვარული.
1825

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი