↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალი

პუშკინი ალექსანდრე

2014-08-1226 წთ საკითხავი9128 ნახვა

—
ს ც ე ნ ა I
დნეპრის ნაპირი. წისქვილი. მეწისქვილე და მისი ასული.
მ ე წი ს ქ ვ ი ლ ეახ, ახალგაზრდა გოგონებო, თქვენ სუყველანიხართ უჭკუონი. თუ მამაკაცს, არა უბრალოს,არამედ დიდსა და წარჩინებულს გადაეყრებით,საჭირო არის განამტკიცოთ ურთიერთობა.მაგრამ რით? ჭკუით, ყოფაქცევით, პატიოსნებით:უნდა შეგეძლოთ ხან ალერსით, ხანაც სიმკაცრითმისი მიზიდვა; თან გადაკვრით და ორლესულადქორწინებაზე საუბარი. მაგრამ მთავარიეგ არის დაცვა ქალიშვილის პატიოსნებისუძვირფასესი საუნჯისა; იგი, ვით სიტყვა,ვერ დაიბრუნებ, თუ გაფრინდა. და თუ იმედიდაქორწინების აღარ არის, მაშინ გექნებათსაშუალება, რომ როგორმე თქვენთვის ან თქვენიმშობლებისათვის სასარგებლოს რამეს გამორჩეთ.საჭირო არის ჩააგონოთ ახლავე თქვენ თავს:”განა მას მუდამ ვეყვარები, განა ყოველთვისის მანებივრებს?” მაგრამ არა! საღი მსჯელობაკეთილ საქმეზე არ გჩვევიათ, ან დრო გაქვთ მისთვის?თავბრუ გესხმებათ იმ წუთშივე და გიხარიათმუქთად ყოველი შეუსრულოთ გულისწადილი;თქვენ გსურთ მთელი დღე უდარდელად, თავდავიწყებითიყოთ სატრფოსთან, მის კისერზე შემოხვეული.სატრფო კი, ხედავ, არსად არი, გაჰქრა, წავიდა,და თქვენ კი რჩებით ხახამშრალნი. ო, ბრიყვნო, ბრიყვნო!განა შენთვის არ მითქვამს ასჯერ: შვილო, შენ იცი,არ ჩაიდინო სისულელე, იყავი ფრთხილად,ბედნიერება არ დაჰკარგო, შენ რომ გეწვია,და ეგ თავადი არ გაუშვა; ტყუილუბრალოდარ დაიღუპო შენი თავიც. რა გამოვიდა?დაჯექი ახლა და იტირე იმაზე, რასაცშენ ვერასოდეს დაიბრუნებ.მ ე წი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ ირატომ გგონია,რომ მე თავადმა დამივიწყა და მიმატოვა?მ ე წი ს ქ ვ ი ლ ეროგორ თუ რატომ? მოიგონე, აბა რამდენჯერკვირაში წინათ ამ წისქვილში ის მოდიოდა?ა? მიპასუხე. ხომ ყოველდღე და ზოგჯერ დღეშიორჯერ მოუსლიც დამინახავს. შემდეგ კი უფროდა უფრო ძვირად. მეცხრე დღეა, რაც რომ თავადიჩვენ აქ მოსული არ გვინახავს. აბა რას იტყვი?მ ე წი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იარა სცალია. საზრუნველი განა ცოტა აქვს?ის მეწისქვილე ხომ არ არის; მის ნაცვლად წყალიარ შეასრულებს სამუშაოს. ის ხშირად ამბობს,რომ მისი შრომა სხვის ჯაფაზე ბევრად ძნელია.მ ე წი ს ქ ვ ი ლ ეგჯეროდეს მისი! როდი იყო თაადს ეშრომოს.ანდა რა არის მათი ჯაფა? მწევრებით კურდღლის,მელების დევნა, ქეიფობა, მეზობლის ჩაგვრადა ქარაფშუტა გოგონების გადაბირება.იგი, საბრალო, თურმე თავად ეწევა შრომას!ჩემს მაგივრად კი სამუშაოს წყალი ასრულებს!მე კი აქ დღე-ღამ ვერ ვისვენებ: ათას ადგილასსჭირდება წისქვილს შეკეთება: აქ ღარი დალპა,იქ კიდევ წყალი იპარება და იკარგება.ის იქნებოდა უმჯობესი, თავადისათვისგეთხოვა ფული ამ წისქვილის შესაკეთებლად.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იაჰ!მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ეეგ რაღაა?მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იჩუ! მომესმა ჩემთვის ნაცნობიფეხის ხმა ცხენის. . . ო, ის არის!მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ეგახსოვდეს, შვილო,ის, რაც გირჩიე; დარიგება არ დაივიწყო. . .მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იაი, მოვიდა!(შემოდის თავადი. მეჯინიბეს მიჰყავს მისი ცხენი)გამარჯობა, ჩემო ძვირფასო,შენც გაგიმარჯოს, მეწისქვილევ!კეთილი იყოსმ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ეაქ მობრძანება, მოწყალეო ჩვენო თავადო.დიდხანს ნათელი თქვენი სახე ჩვენ არ გვიხილავს.წავალ, რომ რამე მოგიმზადო, გაგიმასპინძლდე.(მიდის)მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იროგორღა იყო მომიგონე და გაგახსენდი!არა გრცხვენია, ამოდენხანს რომ გამაწვალეამ საშინელი მოლოდინით? რა არ ვიფიქრე,ნეტავი რა არ წამომიდგა თვალწინ ოცნებით,როგორი შიში არ აღიძრა ჩემს შემკრთალს გულში!ვიფიქრე, ცხენმა სადმე ხმრამში, ანდა ჭაობშითუ გადატყორცნა; უღრან ტყეში ეგების დათვმათუ დაგამარცხა და დაგძლია; რომ თავს ცუდად გრძნობ,რომ ავადა ხარ, ან დამტოვე, აღარ გიყვარვარ. . .მაგრამ მადლობა მეუფეს! გხედავ ჯანმრთელად,ისევ ჩემთან ხარ, როგორც წინათ, ისევ გიყვარვარ.ხომ მართალია?თ ა ვ ა დ იროგორც წინათ, ჩემო ლამაზო,და უფრო მეტად, უფრო მეტად.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იმაგრამ რატომღაცხარ მოწყენილი. სთქვი, რა მოხდა?თ ა ვ ა დ ივარ მოწყენილი?შენ მოგეჩვენა: მე ყოველთვის ვარ მხიარული,როცა შენთან ვარ და გიცქერი.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იარ ამბობ მართალს,როდესაც შენ ხარ მხიარული, მაშინ შორიდანჩემკენ იჩქარი და მეძახი, - ო, ჩემო მტრედო,სად ხარ, რას შვრები? და შემდეგ კი მეამბორები,თან მეკითხები, თუ მახარებს შენი დანახვა,ან შენსა მოსვლას ასე ადრე თუ მოველოდი.ახლა კი სდუმხარ, ჩემს საუბარს ჩუმად ყურს უგდებ,ყელს არ მეხვევი, არ მიკოცნი ალერსით თვალებს.ალბათ, რაიმემ შეგაშფოთა, ან შეგაწუხა?ეგებ ჩემზედ ხარ გულნატკენი, ან გულმოსული?თ ა ვ ა დ იმე არ მსურს თავი მოგაჩვენო და ვიორპირო,შენ ხარ მართალი: მწუხარებას დიდსა და მძიმესგულში ვატარებ. შენ ვერ შესძლებ ვერც ალერსითა,ვერც სიყვარულით მის გაფანტვას. არ შეგიძლიაშემიმსუბუქო იგი, ანდა გაიზიარო.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იმაგრამ მე მიმძიმს, შენთა ერთად არ განვიცადოდარდი და სევდა. ხვაშიადი გამანდე შენი.თუ ნებას დამრთავ, მე ვიტირებ, თუ ამიკრძალავ,არც ერთი წვეთი ჩემი ცრემლის არ შეგაწუხებს.თ ა ვ ა დ ირისთვის ვაყოვნებ? მალე გეტყვი, უფრო კარგია.ჩემო ძვირფასო მეგობარო, შენ თავად იცი,ბოლომდე მტკიცე ნეტარება რომ არ არსებობსამ ქვეყანაზე: ო, ვერც დიდი გვარიშვილობა,ვერც სილამაზე, ვერც სიმდიდრე, ვერც ძლიერებათავს ვერ დააღწევს საბოლოოდ უბედურებას.და ჩვენც, ხომ მართალს ვლაპარაკობ, ჩემო ლამაზო?-ვიყავით ორნივ ბედნიერი; მე კი, ჩემ თავად,ვიყავი შენით ბედნიერი, შენი ტრფიალით.და რაც არ უნდა მომივიდეს აწ ცხოვრებაში,ვერ დაგივიწყებ და ყოველთვის მემახსოვრებიშენ, ჩემო კარგო! მაგრმ ახლაც რასაც ვშორდები,მის მაგივრობას ვერაფერი ვერ გასწევს ჩემთვის.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იშენი სიტყვები კიდევ კარგად ვერ გამიგია,მაგრამ მე უკვე მეშინია, ნუთუ ჩვენ მტრობას,გვიპირებს ბედი, მწუხარებას რამეს გვიმზადებს,ვინ იცის, ეგებ განშორებას?შენ უკვე მიხვდი.თ ა ვ ა დ იჩვენ სამუდამოდ განშორება ბედმა გვარგუნა.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ ინეტავ ვინ გაგვყრის? ნუთუ ყველგან თან რომ გამოგყვედა შენთან ვიყო, მე ამისი არა მაქვს ნება?ვაჟის ტანსაცმელს გადავიცვამ. სამსახურს ერთგულსგაგიწევ გზაში, ლაშქრობაში, სადაც იქნები,თუ გსურს ომშიაც, - მე ომისა არ მეშინია,მხოლოდ შემეძლოს შენ გიცქირო. არა, არ მჯერა.ან ეგებ გინდა, შენ ფიქრები ჩემზე გაიგო,ან გამომცადო, ან თავს იქცევს და მეხუმრები?თ ა ვ ა დ იარა, ხუმრობის ხასიათზე მე დღეს არა ვარ,შენი გამოცდა როდი რის ჩემთვის საჭირო;შორს ქვეყანაში არ ვაპირებ მე გამგზავრებასდა არც საომრად გალაშქრებას, მე სახლში ვრჩები,მაგრამ ერთმანეთს სამუდამოდ უნდა განვშორდეთ.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იდაიცა, ახლა ყველაფერი მე უკვე მესმის. . .შენ ცოლს თხოულობ.(თავადი დუმს)ცოლს თხოულობ!თ ა ვ ა დ იაბა რა ვუყო?თავად განსაჯე. თავადებიც, ვით ქალიშვილნი,თავისუფალნი არ არიან. გულით არჩეულქალებს ისინი ვერ ირთავენ, არამედ სხვებისსარგებლობისა მეოხებით და ანგარებით.შენს მწუხარებას დრო და ღმერთი მოჰფენენ ნუგეშს,ნუ დამივიწყებ,ჰა, წაიღე აი ეს ჯიღაჩემდა სახსოვრად; დაიცადე, მე თვით მოგარგებ.მე ყელსაბამიც მოგიტნე კიდევ საჩუქრად,აჰა, წაიღე. მართლა, კიდევ მამას შევპირდიეს საჩუქარი. გადაეცი მას იგი ჩემგან.(გადასცემს ოქროთი სავსე ქისას)მშვიდობით ახლა.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იდაიცადე. მინდოდა მეთქვარაღაც. . . არ მახსოვს. . .თ ა ვ ა დ იმოიგონე.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იმზადა ვარ შენთვისრომ ყველაფერი. . . სულ სხვას ვამბობ. . . ო, დაიცადე,ვერ წარმოვიდგენ, სამუდამოდ შენ მე მტოვებდე. . .ო, არა, არა! ახლაც ისევ სხვას ვლაპარაკობ. . .ჰო, მართლა. ძლივსღა მომაგონდა: დღეს მე ვიგრძენი. . .პირველად ჩემში. . . შენი ბავშვი გულთან გაინძრა.თ ა ვ ა დ იჰოი, საბრალო! რა უბნდა ჰქნა? თუნდაც იმისთვისთავს მოუარე, გაუფრთხილდი. უყურადღებოდარც შენ, არც შენს ბავშვს არ დავტოებ. ვინ იცის, შემდეგ,დრო რომ გაივლის, - ეგებ თავად თქვენს სანახავადაქ ჩამოვიდე. ნუ იდარდებ, ნუ დაღონდები.უკანასკნელად მოდი ჩემთნ, შემოგეხვევი.(მიმავალი)უჰ, ვგონებ მოვრჩი! თითქოს ჩემს სულს ტვირთი მოშორდა,ველოდი გრიგალს, მაგრამ საქმე მშვიდობიანადდამთავრდა, მგონი.(მიდის. ქალი უძრავად დგას)მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე(შემოდის)გთხოვთ, მობრძანდეთ, ბატონო ჩემო,ჩემთან წისქვილში. . . მაგრამ სადღა წავიდა ნეტავ?ჩვენი თავადი, სთქვი, სად არის? ვაჰ! ვაჰ! როგორიჯიღა გადგია! სულ ძვირფასი თვალებით შემკული!ბრწყინავს და იწვის! ყელსაბამიც! მართალი გითხრა,არის მეფური საჩუქარი. ჩვენო მოწყალევ,ამშენებელო! ეს რაღაა? ქისაა! ფულით?მაგრამ რას სდუმხარ, არ ინძრევი, არაფერს ამბობ?სიტყვაც არ გინდა, რომ წარმოსთქვა? შენ ეგებ ჭკუასიხარულისგან დაგეკარგა, გამოთაყვანდი,ან ეგებ დამბლამ გაგაქვავა?!მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იარა, არ მჯერა,არ შემიძლია წამოდგენაც. . . როგორ მიყვარდა.ოჰ, ნუთუ იგი ნადირია? ნუთუ ასეთიგულბოროტია?მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ემითხარი, ვისზე ლაპარაკობ?მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იროგორ შემეძლო განრისხება მისი ნეტავი?მშობელო ჩემო, მიპასუხე. ან ერთ კვირაშინუთუ სიტურფე ჩემი გაქრა? ან ეგებ ვინმემმოშხამა იგი, შეულოცა?მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ერა მოგივიდა?მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იმშობელო ჩემო, ის წავიდა! ჰე, მიჰქრის ცხენით,და მე, სულელმა, ის გავუშვი, არ დავაკავე,გაბოროტებით მას კალთები არ დავახიე,და არ ჩავჭიდე ცხენის აღვირს ორივე ხელი!დაე, მას ჩემთვის, განრისხებულს, ხმლით მოეკვეთახელები ჩემი. დაე, აქვე შეუბრალებლადიმის ბედაურს გაეთელა ჩემი სხეული!მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ეშენ, ვგონებ, ბოდავ!მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ ითავადები, თურმე ნუ იტყვი,ვით ქალიშვილნი, არ არიან თავისუფალნიცოლის თხოვაში. . . მაგრამ იმათ არვინ უკრძალავსფიცს, დაპირებას, ცრემლების ღვრას და მოტყუებას,ან ასეთ სიტყებს: ”მე წაგიყვან ჩემს სასახლეშიდა მოგათავსებ საიდუმლო კოშკის ოთახში,მოგრთავ ხავერდით და შეგმოსავ ალისფერ ფარჩით”.მათ არვინ უშლის, ქალიშვილებს რომ შეასწავლონშუაღამისას წამოდგომა დასტვენის ხმაზე,წისქვილის უკან მათთან ჯდომა გათენებამდე.მათ მოსწონთ, გული თავადური რომ ანებივრონჩვენი ჭირით და უბედობით; შემდეგ, - მშვიდობით!წადი, მიბრძანდი, გენაცვალე, სადაც მოგწონდეს,და შეიყვარე ვინც გნებავდეს.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ეახლა გავიგე.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ ივინ ჰყავს საცოლედ არჩეული? ნეტავ ვიცოდე,ვისზე გამცვალა? მე გავიგებ მის ვინაობას,მე მივალ მასთნა, - არამზადა იმ დედაკაცთან, -და ვეტყვი, თავადს ჩამოშორდს, რადგან ერთ ხრამშიორი ძუ მგელი ვერ იცხოვრებს.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ეშენ ხარ სულელი!ვის შეუძლია, თავადს ხელი რომ შეუშალოს,თუ ის საცოლეს ამოირჩევს! ნუთუ არ გესმის?ხომ მითქვამს შენთვის არა ერთხელ. . .მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იან როგორ შესძლოისე, ვით კაცმა გულკეთილმა, გამოთხოვებადა საჩუქრების დატოვება? ა? როგორ მოგწონს?ფულის მოცემაც! სურდა თავი გამოესყიდა!ცდილობდა ჩემთვის მოვერცხლილი როგორმე ენა,რომ საძრახისი მის შესახებ არსად თქმულიყო,და ცუდ ხმას ცოლის ყურებამდე არ მიეღწია.ჰო, მართლა, ახლა გამახსენდა, მან დამავალა,ეს ფული შენთვის გადმომეცა, რადგან ქალიშვილსარ უკრძალავდი მასთან ყოფნას, რომ არა მკაცრადმას ეპყრობოდი და უვლიდი. . . კეთილმოგხმარდესდაღუპვა ჩემი (გადასცემს ქისას)მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე(თვალცრემლიანი)ღმერთო ჩემო, რას მოვესწარი!ეგ რა მომესმა, რა გავიგე! ცოდვაა შენთვის,შენს მშობელ მამას ამნაირად უსაყვედურო.ერთიღა შვილი გამაჩნიხარ ამ ქვეყანაზე,ერთი ნუგეში და სიამე სიბერის ხანაში.როგორ შემეძლო შემეზღუდა შენი სურვილი?ღმერთმა დამსაჯა იმისათვის, რომ ასე სუსტადჩემს ვალს მამობრივს ვასრულებდი.მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იგული მეხუთვის!ჩემს კისერს თითქოს ცივი გველი შემოჭდობია.ო, მე მან გველი, გველი, ნაცვლად მარგალიტისა,ყელს მომახვია.(ჩამოიგლეჯს მარგალიტის ყელსაბამს)მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ეგონს, გონს მოდი. . .მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ იაი, ასევეგაგგლეჯდი შენცა, არამზადავ, გველის წიწილავ.წყეულო, ვინც მე დამაშორე გულის სატრფოსა.შენ ბოდავ, ბოდავ უეჭველად.(მოიხსნის ჯიღას)აი, - გვირგვინი,ჩემი გვირგვინი სამარცხვინო! თურმე ამითიდაგვაქორწინა ჩვენ ეშმაკმა მაშინ, როდესაცდავგმე, რაც იყო სანუკვარი. განქორწინებასჩვენ ახლა ვახდენთ. დაიკარგე, ჩემო გვირგვინო!(გადისვრის ჯიღას დნეპრში)ახლა კი მორჩა ყოველივე! (გადავარდება წყალში)მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე(ძირს ეცემა)ოჰ, ვაი, ჩემს თავს!
ს ც ე ნ ა II
თავადის კოშკიქორწილი. ნეფე-დედოფალი სუფრაზე სხედან.სტუმრები. ქალიშვილთა გუნდი.
მ ა ჭ ან კ ა ლ იჩვენ ეს ქორწილი მხიარულად გადავიხადეთ.ჩვენო თავადო, გაგიმარჯოს შენი მეუღლით.ჯანი, თანხმობა, სიყვარული უფალმა მოგცეთ,ჩვენ კი შეგვეძლოს თქვენთან ხშირად დროს გატარება.ლამაზმანებო, მალხაზებო, თქვენ რად მიყუჩდით?თეთრო გედებო, ბროლის ყელი რად დაადუმეთ?ნუთუ სუყველა იგალობეთ საგალობელი?ან ეგებ ყელი გამოგიშროთ ხანგრძლივ სიმღერამ?გ უ ნ დ იმაჭანკალო, მაჭანკალო,უთვბოლო მაჭანკალო!დავეძებდით ცოლად ქალსა, -მივადექით ბოსტნის კვალსა.დაგვეღვარა კასრი ლუდი, -ბოსტანს ლუდის სუნი უდის.მივესალმეთ ჭიშკრის ბოძსა,შევევედრეთ პანტის რტოსა,პანტის რტოო, თუ პანტაო,გვითხარ, წავიდე სადაო!საცოლე გვსურს, სადმე ვნახოთ.მაჭანკალო, მიხვდი ახლა, -შენი ქისა ასწი მაღლა.ქისაშია, ვატყობთ, ფული,რომ ახაროს ჩვენი გული.მ ა ჭ ან კ ა ლ იეგ რა სიმღერა აირჩიეთ თქვენ, კუდრაჭებო!აჰა, წაიღეთ, - ოღონდ ნურას მისაყვედურებთ.(ასაჩუქრებს ქალიშვილებს)ე რ თ ი ხ მ აფერად კენჭებზე, ყვითელ ქვიშაზეჩქარი მდინარე მიილტვის, მიჰქრის.ჩქარ მდინარეში ორი პატარა,ორი პატარა თევზი სეირნობს.ერთი მეორეს ეტყვის: გსმენია,დაო, ამბავი ჩვენი მდინარის?როგორ იხრჩობდა თავს ტურფა გუშინდა დახრჩობის დროს სატრფოს სწყევლიდა?მ ა ჭ ა ნ კ ა ლ იმზეთუნახავნო! ეგ როგორი სიმღერა არის?იგი როდია საქორწილო, მე კარგად მესმის,გამოტყდით, ვინ თქვა ეგ სიმღერა?ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ე ბ იმე ის არ მითქვამს. . .არც მე. . . არც ჩვენა. . .მაშ, ვინ იყო, სიმღერა რომ თქვა?(ქალიშვილთა შორის ჩურჩულია)თ ა ვ ა დ იმე ვიცან, ვინ თქვა (წამოდგება სუფრიდან და ხმადაბლა ეტყვისმეჯინიბეს), ის აქ ჩუმდება შემოპარულა!დაუყოვნებლივ გაიყვანე, თანაც გამიგე,ვინ შემოუშვა, ვინ გაბედა?(მეჯინიბე ქალიშვილებთან მივა)(თავადი დაჯდება თავისთვის)მას შეუძლიააურზაური აქ ასტეხოს. ისეთი დიდი,რომ სირცხვილისგან ვეღარ შევძლო თავის დამალვა.ის მე თავს მომჭრის.მ ე ჯ ი ნ ი ბ ევერ მოვძებნეთ, იგი არსად ჩანს.თ ა ვ ა დ იეძიე. ვიცი, ის აქ არის და იმალება,ეს მან იმღერა.ს ტ უ მ ა რ იოჰ, სასმელი ეს არის, ესა!თანაბრად გართმევს, თუ დალიე, თავსაც და ფეხსაც.ოდნავ მწარეა: რომ შევატკბოთ, კარგი იქნება.(ნეფე-დედოფალი კოცნიან ერთმანეთს. ისმის სუსტი კივილი)თ ა ვ ა დ იის არის! მისი გამყივარი კივილი. (მეჯინიბეს) რაო?მ ე ჯ ი ნ ი ბ ედავძებნე ყველგან, ვერ ვიპოვე.თ ა ვ ა დ იბრიყვო, სულელო.ძ მ ა დ ნ ა ფ ი ც ი(ზეზე წამოდგება)ვფიქრობ, დრო არის ჩავაბაროთ მეუღლე თავადსდა შევაფრქვიოთ ახალგაზრდებს პეშვებით სვია.(ყველანი დგებიან)მ ა ჭ ა ნ კ ა ლ იცხადია, დროა. მომაწოდეთ ახლა მამალი.(ახალგაზრდებს აჭმევენ შემწვარი მამალის ხორცს, შემდეგმათ სვიას შეაყრიან და დასაძინებელ ოთახში მიჰყავთ)მ ა ჭ ა ნ კ ა ლ იჩემო ძვირფასო ქალბატონო, ნუ გეშინია,იყავ მორჩილი, არ იტირო.(ახალგაზრდები საძინებელ ოთახში შედიან, სტუმრები,მაჭანკლისა და ძმადნაფიცის გარდა, დაიშლებიან)ძ მ ა დ ნ ა ფ ი ც ისად არის თასი?მთელ ღამეს ცხენით სიარული ფანჯრებქვეშ მელისდა ღვინით ცოტა რომ შევმაგრდე, ცუდი როდია.მ ა ჭ ა ნ კ ა ლ ი(გაუვსებს ღვინით თასს)აჰა, მიირთვი და შეირგე!ძ მ ა დ ნ ა ფ ი ც იო, დიდად გმადლობ!ხომ ყველაფერი დაბოლოვდა კარგად, კეთილად?ქორწილიც იყო ჩინებული.მ ა ჭ ა ნ კ ა ლ იჰო, მადლობა ღმერთს.კარად ჩატარდა ყველაფერი, ერთია ცუდი.ძ მ ა დ ნ ა ფ ი ც ირა, მაგალითად?მ ა ჭ ა ნ კ ა ლ ისხვა სიმღერა, რაღაც უმსგავსო,რომ უგალობეს. ეგ არ არის კარგი ნიშანი.ძ მ ა დ ნ ა ფ ი ც ირა გინდა უყო ქალიშვილებს! არ შეუძლიათარ იეშმაკონ, არ იცელქონ. . . სად გაგონილა,რომ ვინმემ განზრახ ჩაუშხამოს თავადს ქორწილი?უკვე დრო არის, რომ წავიდე, ცხენს შემოვაჯდე,მშვიდობით, ჩემო ნათლიდედავ!მ ა ჭ ა ნ კ ა ლ იოჰ, გული მიგრძნობს!გადავიხადეთ უდროო დროს ჩვენ ეს ქორწილი.
ს ც ე ნ ა III
დარბაზითავადის მეუღლე და მისი გამდელი
თ ა ვ ა დ ი ს მ ე უ ღ ლ ეჩუ! ვგონებ ისმის საყვირის ხმა; არა, არ მოდის.ჩემო გადიავ, როცა საქმროდ ის ითვლებოდა,სულ ჩემთან იყო განუყრელად, განუშორებლად;მუდამ თვალებში შემცქეროდა ალერსიანად.და რაც მითხოვა, ყველაფერი გამოიცვალა,მზის ამოსვლამდე, დილით ადრე გამომაღვიძებს,ბრძანებას გასცემს შეკაზმული მოართვან ცხენი;არავინ იცის, თუ სად არის დაღამებამდე.როს დაბრუნდება, ალერიანს ეგებ ორ სიტყვასთუ გაიმეტებს; ეგებ ოდნავ ჩემს პირისახესალერსიანად, სხვათა შორის, ხელს თუ შეახებს.გ ა მ დ ე ლ იმამაკაცები, ქალბატონო, მამლებსა ჰგვანან:ერთს დასძახებენ ყიყლიყოსა, ფრთებს დაბერტყავენ,მერე მშვიდობით. ქალები კი, როგორც კრუხები,შინ უნდა ისხდნენ წიწილების გამოსაჩეკად.ვიდრე გითხოვდეს მამაკაცი, მას ვერ იშორებ,არ სვამს და არ ჭამს, შემოგცქერის და გულს იღონებს,გითხოვს და მყისვე შეიცვლება, რას არ იგონებს!ხან საჭიროა მეზობლები მოინახულოს,ხან სანადიროდ შევარდნებით წასვლას ინდომებს,ხან ლხინში მიდის, ხან საომრად მას ეჩქარება,აქეთ და იქით, შინ ყოფნა კი არ უხარია.თ ა ვ ა დ ი ს მ ე უ ღ ლ ეშენ როგორ ფიქრობ? ხომ არა ჰყავს მას საიდუმლოდსატრფო გულისა?გ ა მ დ ე ლ ინურც იფიქრებ, ღმერთს ნუ შესცოდებ:მითხარი, ვისზე შეუძლია შენ მან გაგცვალოს?ყველაფრით სჭარბობს შენ სუყველას - მშვენიერებით,ზნით, ჩვეულებით და გონებით. აბა, მითხარი,სად შეუძლია მან მონახოს, თუ არა შენშიასეთი განძი უძვირფასესი?თ ა ვ ა დ ი ს მ ე უ ღ ლ ეუფალმა ჩემი ვედრებანი რომ შეიწყნაროსდა მომცეს შვილი! ჩემს მეუღლეს მე მაშინ ისევმივიზიდავდი ძველებურად. . . ოჰო, ეზოშიმონადირენი შეკრებილან. მეუღლე ჩემიდაბრუნებულა. მაგრამ რატომ არა ჩანს იგი?(შემოდის ბაზიერი)რაო? თავადი სადღა არის?ბ ა ზ ი ე რ ითავადმა ყველასწასვლა გვიბრძანა.თ ა ვ ა დ ი ს მ ე უ ღ ლ ეთვით სადღა არის?ბ ა ზ ი ე რ იიქ დარჩა იგი.დნეპრის ნაპირას, უღრან ტყეში, განმარტოებით.თ ა ვ ა დ ი ს მ ე უ ღ ლ ეროგორ გაბედეთ, რომ დატოვეთ ტყეში.სულ მარტოდმარტო?! რა ერთგულნი თქვენ ხართ მსახურნი!ახლავ დაბრუნდით, ამ წუთშივე მისკენ გაქროლდით!და მოახსენეთ, რომ ეს იყო ჩემი ბრძანება.(ბაზიერი მიდის)ო, ღმერთო ჩემო! ღამით ტყეში დაეხეტებანადირიც, მხეციც და სასტიკი ადამიანიც,ან კიდევ ქაჯი. განსაცდელი განა შორს არი!წადი ახლავე და სანთელი ხატთან აანთე!გ ა მ დ ე ლ იმივალ, მივრბივარ, ჩემო მთვარეო. . .
ს ც ე ნ ა IV
დნეპრი. ღამე
ა ლ ე ბ იცქრიალა გუნდად წყლის ნაპირებზე ამოვცურდებითდა უდარდელად მთვარის შუქზე ვნავარდობთ, ვთბებით.გვიყვარს ღამით კისკისითამაღლა ასვლა ფსკერიდან,როცა მთვარე სხივებითადნეპრს ეფრქვევა ზეციდან.ჩვენ ერთმანეთს ხელებს ვუწვდით,სივრცე ლურჯად კრიალეს.მწვანე თმებსა ვიშორებთ, ვუცდით,ვიდრე ცა არ იალებს.ე რ თ ი მ ა თ გ ა ნ იჩუმად, ჩუმად! აქაც-იქაცირხევა ლელიანი.მ ე ო რ ეჩვენს და მთვარეს შორის ვიღაცდადის ადამიანი.(იმალებიან)თ ა ვ ა დ იჩემთვის ნაცნობი და მწუხარე მიდამოები!მე ვცნობ ყველაფერს, რასაც ირგვლივ ამჟამად ვხედავ.აი წისქვილი! იგი უკვე დანგრეულია.ხმა მხიარული მისი თვალების აღარ მოისმისქვაც აღარ ბრუნავს. ჩანს, მოხუციც გარდაიცვალა.მას არ დასცალდა ქალიშვილი დიდხანს ეგლოვა.აქ გზა-ბილიკი გადიოდა, ის აღარ მოსჩანს,მრავალი წელი აქ კაცის ფეხს არ გაუვლია.აქ იყო ბაღჩა მოაჯირით; ო, ნუთუ იგიამ მოშრიალე და ხუჭუჭა ტევრად გადიქცა?აი ის მუხაც სანუკვარი; აქ, ამ მუხის ქვეშიგი კისერზე მომეხვია, მორცხვად მომენდო.ო, ნუთუ, ნუთუ?(უახლოვდება ხეებს. ფოთლები ჩამოცვივლდება)ეგ რას ნიშნავს? ფოთლები ხისასწრაფად გაყვითლდნენ, შეიკუმშნენ, შემდეგ შრიალითშტოებსაც მოსწყდნენ და ფერფლივით გადამეფრქვივნენ.და მუხა იგი, ისე როგორც ხე დაწყევლილი,დგას ჩემს წინ შავდ, გაძარცული.(შემოდის ჩამოხეული, ნახევრადშიშველი მოხუცი)მ ო ხ უ ც ისალამი, სიძევ!თ ა ვ ა დ იმითხარ, ვინა ხარ?მ ო ხ უ ც იყორანი ვარ მე აქაური.თ ა ვ ა დ იამას რას ვხედავ? მეწისქვილე!მ ო ხ უ ც ივინ მეწისქვილე!ჭინკებს და ქაჯებს მე მივყიდე ჩემი წისქვილი.ფული კი მივეც ჩემს ქალიშვილს - ალის გრძნეულსა,რომ შეენახა იგი დნეპრის ფსკერზე - სილაში .ფული იქ არის. მას ცალთვალა თევზი დარაჯობს.თ ა ვ ა დ იგაგიჟებულა ეგ საბრალო! ფიქრები მასშიგაფანტულია, ვით გრიგალის შემდეგ ღრუბლები.მ ო ხ უ ც ინეტავ ვიცოდე, რად არ მოხველ შენ ჩვენთან გუშინ?მოლხენა გვქონდა, დიდხანს, დიდხანს გელოდებოდით.თ ა ვ ა დ ივინ მომელოდა მითხარ ერთი.მ ო ხ უ ც ივინ? ჩემი ქალი.განა არ იცი, მე ყველაფერს გულგრილად ვუცქერ,არაფერს გიშლით და დილამდე გვერდით რომ გეჯდეს,სიტყვას არ ვიტყვი.თ ა ვ ა დ იჰოი, საბრალო მეწისქვილე!მ ო ხ უ ც ივინ მეწისქვილე! ხომ გითხარი, მე ვარ ყორანიდა არა ვიღაც მეწისქვილე! აი შემთხვევაგასაოცარი: როცა წყალში (შენ ეს ხომ გახსოვს?)ის გადავარდა, მას კვალდაკვალ გამოვედევნე,იმ კლდიდან ვცადე გადმოხტომა, მაგრამ უეცრადორი ფრთა მძლავრი მე ვიგრზენი მოულოდნელადჩემს იღილიებთან გამოსხმული. როგორც ფრინველი,ჰაერში ფრთებმა გამაჩერეს. და იმ დროიდანხან აქ, ხან სხვაგან მე დავფრინავ; ზოგჯერაც ვკორტნიძროხის ლეშს სადმ და ხანდახან სასაფლაოზევზივარ და ვჩხავი.თ ა ვ ა დ იგულსაკლავი სურათი არის!მითხარი მაინც, აქ ვინ გივლის?მ ო ხ უ ც ირომ მომივლიდნენ,ეგ ცუდი როდი იქნებოდა! მოვხუცდი, თანაცცელქი შევიქენ. გმადლობთ. მივლის, პატივს არ მაკლებსპატარა ალი.თ ა ვ ა დ ივინ?მ ო ხ უ ც იშვილიშვილი.თ ა ვ ა დ იო, არ ძალმიძსიმის გაგება. შენ, მოხუცო, ამ უღან ტყეშიან მხეცი შეგჭამს, ან შიმშილით დაიღუპები!არ გინდა ჩემთან წამოხვიდე, კოშკში იცხოვრო,და ჩემთან დარჩე?მ ო ხ უ ც იშენთან კოშკში? ო, არა, გმადლობ!იქ შემიტყუებ და ვინ იცის, შემდეგში, ალბათ,დამახრჩობ შენივ ყელსაბამით. აქ ჩემთვის ვცხოვრობ,კმაყოფილი ვარ და მაძღარი. რ მინდა შენთან!(მიდის)თ ა ვ ა დ იდა მე ყველაფერის ვარ მიზეზი! საშინელია,როცა გონებას გადასცდები, სჯობს მას სიკვდილი:პატივისცემით ჩვენ ვუცქერით მიცვალებულსა,ვლოცულობთ მისთვის. ათანაბრებს მასთან თვითეულსჩვენგან სიკვდილი. მაგრამ როცა ჰკარგავ გონებას,ადამიანი აღარა ხარ. თვით მეტყველებაზედმეტი ხდება, რადგან სიტყვას ვეღარ ფლობს კაცი.ნადირი ტყისა მასში თავის მოძმეს პოულობს,ადამიანი მას დასცინის და ღმერთიც არ სჯის.ო, ეგ მოხუცი საცოდავი და უბედური!მისმა დანახვამ სულიერი ჩემი წამება -სინდისის ქენჯნა საშინელი კვლავ განმიახლა!ბ ა ზ ი ე რ იაი აქ არის, ძლივს შევძელით მისი მონახვა!თ ა ვ ა დ იაქ რად მოსულხართ?ბ ა ზ ი ე რ იგამოგვგზავნა თქვენმა მეუღლემ,შიშმა შეიპყრო, თქვენზე სწუხდა.თ ა ვ ა დ იეგ მზრუნველობააუტანელი არის ჩემთვის. ნუთუ ბავშვი ვარდა სადმე წასვლა მე უძიძოდ არ შემიძლია!(მიდიან, ალები გამოჩდბიან წყალზე)ა ლ ე ბ იდებო, მივყვეთ! ჯანღ-ნამქერითგადავფაროთ ველები.ზრიალით და სიცილ-სტვენითვაფრთხოთ მათი ცხენები.გვიან არის. ცივად ხვდებატალღა დნეპრის ნაპირებს.სადაც არის, გათენდება,მთვარეც ჩასვლას აპირებს.ე რ თ- ე რ თ ი ა ლ იდავიცადოთ, მთვარე წვება.მ ე ო რ ეარა! დგება სოფელი,გაგვიწყრება უფროსი და -ალების დედოფალი.(იმალებიან)
ს ც ე ნ ა V
დნეპრის ფსკერიალების კოშკიალები თავიანთ დედოფლის გვერდით ძაფს ართავენ.
უ ფ რ ო ს ი ა ლ იძაფის რთვას თავი დაანებეთ. მზე ჩასულია.მთვარის სხივები ნათელ სვეტად თავზე გვადგია.კმარა. აცურდით, ინავრდეთ ცის ქვეშ, სხივებში.მხოლოდ იცოდეთ, დღეს ნურავის შეახებთ ხელსა,ნურც მოგზაურსა შეაშინებთ თქვენი ღიტინით,ნურც მეთევზეებს დაუმძიმებთ ბალახით ბადეს,ნურც ბავშვებს წყალში შეიტყუებთ თქვენი ზღაპრებით,ოქროს თევზებზე მომხიბლავი ამბის მოყოლით.(შემოდის პატარა ალი)შენ სად იყავი?ა ს უ ლ იმე მიწაზე ვიყავ ასული,ბაბუა ვნახე. არ მასვენებს, სულ მევედრებამდინარის ფსკერზე მოვუნახო, ავბოჭო ფული,რომელიც თურმე გადაყარა საკუთარ ხელითოდესღაც დნეპრში. გულმოდგინედ ყველგან ვეძიე,და ვერ ვიპოვე. მე არ ვიცი, რა არის ფული.ამოვუტანე მაინც ბაბუს პეშვი ავსილიფერად-ფერადი მოელვარე ნიჟარებითა,მას მეტისმეტად გაუხარდა.ა ლ იშეშლილი ძუნწი!დაიცა, შვილო, ყური მიგდე. ამჟამად შენზევამყარებ იმედს. დნეპრის ნაპირს დღეს, ამ საღამოს,ეწვევა კაცი. დაელოდე, დაუდარაჯდი,და როცა მოვა, შეეგებე: ახლობელია,მამაა შენი.ა ს უ ლ იეგ ის არის, შენ რომ ოდესღაცმარტოდ დაგტოვა და შემდეგ სხვა შეირთო ცოლად?ა ლ ისწორედ ის არის. ნაზად შეხვდი, მოუალერსედა ყოველივე მას უამბე, რაც კი ოდესმეჩემგან გსმენია: მოუყევი, თუ როგორ იშვი;ჩემზე უთხარი ყველაფერი, არ დაუფარო!თუ შეგეკითხოს, დამავიწყდა იგი თუ მახსოვს,უთხარ, რომ მუდამ ის მახსოვდა, რომ ახლაც მიყვარს,რომ მას მოველი. ყველაფერი გასაგებია?ა ს უ ლ იმესმის, გვიგე.ა ლ იაბა, წადი.(მარტო)შემდეგ იმისა,რაც უმეცრულად მდინარეში თავი დავიხრჩვე,როგორც გოგონამ უნუგეშომ, შეუძლებულმა,რაც ამ მდინარე დნეპრში ვპოვე თავშესაფარი,და მის წიაღში გამოვფხიზლდი, როგორც ძლიერიდა ცივი ალი, - წელიწად შვიდი გავიდა.შვიდი წელია, მე ვოცნებობ, შური ვიძიოდა ახლა ვგონებ, მოახლოვდა ნანატრი წამი.
ს ც ე ნ აVI
მდინარის ნაპირი.
თ ა ვ ა დ იამ სევდიანი ნაპირისკენ მე უნებლიეთმოვყავარ რაღაც შეუცნობელ, იდუმალ ძალას.აქ ყოველივე მომაგონებს შორეულ წარსულს -ჩემი ბრწყინვალე, ეშხით სავსე ახალგაზრდობისეგზომ საყვარელ, მაგრამ თანაც მწუხარე ამბავს,მე აქ ოდესღაც სიყვარული მეგებებოდა -თავისუფალი სიყვარული ვნებით მჩქეფარე.ო, მე უგნური! ბედნიერი ვიყავი მაშინ!როგორ შემეძლო უკუმეგდო ეს ნეტარება?ფიქრები მწარე, ოცნებანი სევდით აღსავსე,კვლავ გააცოცხლა გუშინდელმა ჩემმა შეხვედრამ.საბრალო მამა! საშინელი სანახავია!ეგებ ამ ტყეში ხელმეორედ მას შევეყაროდა დავითანხმო მიატოვოს ეს ტყე-უღანი, -ჩემთან მოვიდეს და იცხოვროს. . .(პატარა ალი ნაპირზე გამოდის)ამას რას ვხედავ?!საიდან მოხვალ, მშვენიერო და ტურფა ბავშვო?. . . . . . . . . . . . . . . . . .

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი