პოეზია · ლირიკა
ანჩარი
იქ, სადაც არი უდაბნოს ველი,მარად მხურვალე მიწა ქვიშური,ანჩარი, როგორც მრისხანე მცველი,დგას მსოფლიოდან გამოთიშული.
იგი მწყურვალე ველთა ბუნებასბოროტების დღეს გაუჩენია,დაშხამებული რტო ძირს ეღუნებადა ავსებს ფესვებს გესლის გენია.
ქერაქიდან წვეთად ეღვრება შხამი,ადნობს შუადღეს სხივები მზისა,და როცა შხამი შეშრება ღამით,იქცევა სქელ და კრიალა ფისად.
მას ფრინველის ფრთა არ შეხებია,გაურბის ვეფხვიც. . . გრიგალიც მარტოამ სიკვდილის ნერგს შეხეთქებია,რომ სასიკვდილო წაეღო საზრდო.
როცა ღრუბელი ფოთლებს მძინარესუკვე დააჩენს შხეფების ნიშანს,გესლად ქცეული წვიმის მდინარეგადაეღვრება მხურვალე ქვიშას.
ადამიანს კი ადამიანიანჩართან წასვლას მრისხანედ ანდობს,მონა წავიდა თავაზიანიდა დილით შხამი მიართვა ბატონს.
მან მოიტანა სიკვდილის ფისიდა თანაც ტოტი შემჭკნარის ფოთლით,მაგრამ შუბლი და ღაწვები მისიდაცვარულიყო სიმწარის ოფლით.
წაიქცა, თვალებს მოედო ლული,ვეღარ შეასწრო თავის ბინაში,და განუტევა საბრალომ სულიდაუმარცხებელ სარდლის წინაშე.
მეფე დაჟღენთა შხამის წვეთებითთავის ისართა ჯარი ნაგეში,და ეს სიკვდილი გულგამეტებითჩამოარიგა მტრის ბანაკებში.
1828