↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტირილი იყო სარფში

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9860 ნახვა

—
ხანდახან საქმე არ წაუვაკაცს ხოლმე წაღმა...ტირილი იყო გამოღმა დატიროდნენ გაღმაც.
შუა სოფელში ხაკისფერიღობე და ღობე,ფორთოხლის ჩრდილში მოხუცებისხედან და ბჭობენ.
აფრინდა შაშვი ძირგამომპალხურმის ტოტიდან,ხბო გაჯიუტდა ვანილიშისჩამტყდარ ბოგირთან.
ცხოვრობს სოფელი ადათებით _ძველით და ახლით,დგას ჯარისკაცი მავთულხლართთან,იქვეა ძაღლი.
მზემ სახეთილ დიაცივითზღვაში ჩაყვინთა...გამოასვენეს და გამოჰყვაგული გაღმიდან.
აქ კი მდუმარე, ხაკისფერიღობე და ღობე...სასაფლაოზე მოხუცებიდგანან და ბჭობენ.
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი