პოეზია · ლირიკა
* * * მოსაწყენი გახდა ბონი
მოსაწყენი გახდა ბონი,დამავიწყდა ვენაც მალე,მენატრები უკვე, მგონი,საქართველოვ, გენაცვალე!საქართველოვ, გენაცვალე!შენს წალკოტში ტანჯვა მიჯობსამ ევროპულ რია-რიას,თუმცა ხშირად დედინაცვლობ,მაინც,მაინც დედა გქვია.დედა გქვია!