პოეზია · ლირიკა
* * * მას ახლა სძინავს ქმრის მკლავზე ტკბილად
მას ახლა სძინავს ქმრის მკლავზე ტკბილად,მეუღლეს უთბობს მხარს გაშლილ თმებით...ფიქრობ და გულის სიღრმეში გტკივაესეც და ისიც _ ცოლთან რომ წვები.
ფიქრი გაურბის უარეს ხედვას,ვერ ეგუები, ცხადში რაც არის,ან იმ ქალს შენთვის რა უნდა ეთქვა?ან შენ რატომ ხარ ტრფობით დამწვარი?!