პოეზია · ლირიკა
მონატრებისთვის
თითქოს, საცაა კარს შემოაღებდა ღიმილიან მზერას შეავლებყველას,ვინც დაგხვდა,ან ვინც გზაშია _ვისაც უცნობი დრო შეალიე...
სიტყვა ინახავს გულის სინათლესთვალები სიტყვით გაბრწყინდებიანდა კარსმომდგარი საღამოებისმოლოდინები აღარ მწყინდება.
ისინი ჩემში სიტყვებს ართავენდა უცნობ ზღვართან დაფრენს ფარტენა,ნიშნად იმისა, რომ ეს სიცოცხლეგაყურსულია და ფარატინა.
აჰა, საცაა კარს შემოაღებდა მკლავებს ისე გაშლი ჩელტებად,რომ ეს სამყარო წამით ისვენებსდა შენს ცისხელა გულში ჩერდება...
აქვე ხარ, მაგრამ, მაინც არა ხარ,ჩემთან ხარ, მაინც ვრჩები უშენოდ,შენი სიშორე დავიახლოვე,იქნებ ერთმანეთს რამე ვუშველოთ.უნდა ჩავიკრა გულში ეს ნატვრადა ობოლივით უნდა ვიშვილო.
23. 12. 2011 წ.