↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შუა წყალში გადამაგდე ნავიდან

იეთიმ-გურჯი

2026-07-181 წთ საკითხავი716 ნახვა

—
კარგი იყო არ გამეცნე თავიდან,შუა წყალში გადამაგდე ნავიდან.ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე,ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე.დამიმონე, შენი შიშით ვკანკალებ,მომერიე, გიხარიან, ხარხარებ...როდემდისინ გქონდეს ქვისა გულია,მე რომ ვტირი შენთვის სიხარულია.ფიქრობ, ტანჯვით შემაძულო თავია,ცდები, შენ ხარ ჩემი სალოცავია.თვალებს დამთხრი-ფეხქვეშ ჩაგივარდები,რა გინდ მტანჯო, უფრო შემიყვარდები!სულ არ გესმის ჩემი წერა-კითხვები,რად მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები?რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია,ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია!

იეთიმ-გურჯი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი