პოეზია · ლირიკა
ობოლი ქართველი
ყველა მოკვდება, რაცა ჩანს,უკვდავი უხილავია,რასაც კი თვალი იხილავს,სუყველა წასავალია!სიცოცხლე ტყვეობა არის,ესე ქვეყანაც - გალია,დარაჯად გვიდგა სუყველასთითონ სიკვდილის თვალია!ვერვინ გაიგო ჯერეთაგამჩენი ვინ უფალიადა ვინ ბატონობს სამყაროსანუ რომელი ძალია!..ჰაერი მიუწვდომელი,არა აქვს ბოლო, თავია,ჩვენი ქვეყანაც ჰაერშიმიჰქრის - პატარა ნავია!ისეც ჩავქრებით სწრაფადა,რად გვინდა თოფი, ხმალია?უნდა ძმურადა ვცხოვრობდეთგრიქულ, ივანე, ალია!კეთილი საქმე ვაკეთოთ,ქვეყანა შესაბრალია,ზავი, მშვიდობა, ერთობა,იეთიმ, თქვი, ვისი ვალია?!
1916 წელი.