↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყველას თითო რამე უყვარს

იეთიმ-გურჯი

2026-07-181 წთ საკითხავი720 ნახვა

—
ყველას თითო რამე უყვარს
ყველას დაკვრას ყურს არ ვუგდებ,სალამურში ვინც რა ბეროს!ყველამ თავის საქმე იცის,თუგინდ ჭრას და თუგინდ კეროს.მე არავის ხელს არ ვუშლი,მეც არავინ დამემტეროს;სწორე თქმისთვის კი მზადა ვარ,სხვასაცა ვთხოვ, არ მეფეროს!ყველას თითო რამე უყვარს,მე კი ჩემსას შემაბეროს!"სხვისი ჩემზედ ლამაზია", -ეს ვერავინ დამაჯეროს.რაც ვიყავი სწორედ ის ვარ,იეთიმ-გურჯმა სწორედ სწეროს.სიყვარულის ჩონგურს დაჰკრას,თანაც ჩაგრულებს უმღეროს!მე სახალხო მგოსანი ვარ,თბილის-ქალაქს, საქართველოს!1920 წ.

იეთიმ-გურჯი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი