↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თქვენი ბინა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
მე თქვენი ბინა, შემოვაღებ თუ არა კარებს,დამხვდება, თითქო ვამარცხებდი სადღაცა დევებს;მარიგებს იგი, მიალერსებს, მკიცხავს, მამხნევებს,არავითარ გესლს და სინანულს არ გამაკარებს.
ვინ დაივიწყებს იმ გრიგალებს და ნიაგარებს?მაგრამ ეს ბინა მაპატივებს და მომიტევებსუგონო დღეებს, მწარე დღეებს, ყრუ ღამისთევებს,და თვალებს ახალ სიხარულით გამიანკარებს.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი