↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მფრინავი სამკუთხედი

ალხაზიშვილი გივი

2009-08-121 წთ საკითხავი10684 ნახვა

—
სხვაა თბილისი. ვათვალიერებმასივს - აწყობილს რუხი კორპუსით,თავისთვის ყველა მართალი არი -ყავლაშვილია თუ კორბუზიე.ოქტომბრის ქარში ტანგოს ცეკვავენ,ფრენენ ფოთლები ფერად-ფერადი,მოხუცი წყვილი - ბებრულ ხელკავით,წუთი - გაბმული დაღმაფრენამდი...გზა ყველგან მიდის, თანაც, აღარსად,შეგრძნება: ნეტავ, ვიღას ჭირდები?!თავისუფლებას, მე რომ მეღირსა,შენი მკლავივით ჩავეჭიდები.ვინც დამესიზმრა, ღმერთო, აკურთხე,მათი ძვლებივით ვხედავ ამ ყორესდა წეროების მფრინავ სამკუთხედსდედაჩემივით თვალს გავაყოლებ.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი