პოეზია · ლირიკა
ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო
ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო,შენ საქართველოს სევდიან ხმაზე,მე მაგონდება, როცა შენ ჰგალობ,სხვა ცხოვრება და სხვა სილამაზე.
რა ვქნა, თუ შენი სასტიკი ქნარიერთს მოგონებას შორეულს არხევს,მე ვხედავ ღამეს, ველებს და მთვარითაითებულ ქალის წამებულ სახეს.
ძვირფას ჩვენებას, საბედისწეროსვივიწყებ, როცა გიყურებ თვალში,და როცა ჰგალობ, იმისი ჩეროწარმომიდგება უეცრად მაშინ.
ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო,შენ საქართველოს სევდიან ხმაზე,მე მაგონდება, როცა შენ ჰგალობ,სხვა ცხოვრება და სხვა სილამაზე.
1828