პოეზია · ლირიკა
ნერეიდა
მწვანე ტალღებში, ხმაურით რომ ეხლება თავრიდს,გამთენიისას ნერეიდას მოვკარი თვალი.ოდნავი სუნთქვით მყუდროებას არც კი ვარღვევდი,ვუცქერდი, როგორ ნებივრობდა თითქმის ქალღმერთი,გედივით გულმკერდს ზღვის ტალღებზე ამღელვარებდადა თმებისაგან ქაფს წურავდა უცხო ღვარებად
1820