↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოცარტი და სალიერი

პუშკინი ალექსანდრე

2014-08-1212 წთ საკითხავი9143 ნახვა

—
ს ც ე ნ ა I
ო თ ა ხ ი
ს ა ლ ი ე რ იამბობენ, ქვეყნად სამართალი არ არსებობსო,მაგრამ ზეცაშიც არ არსებობს იგი, და ჩემთვისეს ნათელია, ვით უბრალო, მარტივი გამა.მე ხელოვნებამ სიყრმიდანვე შემიძრა გული.მახსოვს, ჯერ კიდევ ჩვენს აკლებურ ეკლესიში,როს ხმამაღალი გუგუნებდა მწუხრზე ორღანო,თავდავიწყებით ვუგდებდი ყურს და უნებურადმომწყდარი ცრემლი მდუღარებით მილტობდა სხეს.მე თავიდანვე უარვყავი უქმი გართობა.მუსიკისათვის უცხო ყვალა დარგი სიბრძნისამე შევიძაგე. უკუვრიდე მათ უჯიათითავმოთნეობით და მხოლოდღა მუსიკის სწავლასმივყავი ხელი. ძნელი იყო გზის დასაწყისიდა მოსაწყენი ცდა პირველი, მაგრამ დავძლიეის პირვანდელი გასაჭირი და ხელოვნებასგულმოდგინებით ხელოსნობა ვუქციე ლიბოდ.ხელოსნად ვიქეც: მე თითების მშრალი სისხარტეუტყუარ სმენას დავუმონე მისი მორჩილიგავხადე სრულად. მოვაკვდინე ბგერების სუნთქვა,ხოლო მუსიკა ცხედარივით განვწვალე. მერეალგებრის თარგზე გამოვჭერი მე ჰარმონია.და მხოლოდ შემდეგ, განსწავლული უკვე საქმეში,ნეტარი გრძნობით შევუდექი შემოქმედებას.დავიწყე წერა. ოღონდ ჩუმად, ოღონდ ფარულად,და ფიქრს სახელის მოხვეჭაზე ვერც კი ვბედავდი.ხშირად მშიერი, უძილობით გაწამებული,ორი-სამი დღით ჩაკეტიი ჩემს ყრუ სენაკში,რა ვიგემებდი შთაგონებით აღფრთოვანებას,ვწვავდი ჩემს ნაშრომს და პირქუში უხმოდ ვუმზერდი,როგორ ქრებოდა მსუბუქ ალში დანაცრებულიაზრი და ბგერა, რუდუნებით ნაშობი ჩემგანრას ვამბობ?! როცა მოგვევლინა სახელგანთქმულიგლუკი და ახლა საიდუმლოდ (ღრმა და ჯადოსნურ,დამატყვევებელ საიდუმლოდ) ბჭენი განახვნა,განა არ დავთმე ყველაფერი, რაც კი მიყვარდამანამდე ასე, რისიც ასე მხურვალედ მწამდა,და უდრტვინველად არ გავყევი განა მის ურნატსხალისიანი ნაბიჯებით, ვით შეცდომილიგაჰყვება ხოლმე კაცს, რომელიც გზას მიასწავლი?შეუპოვარი ძალისხმევით, მედგარი შრომით,მე როგორც იქნა, ამ უსაზღვრო ხელოვნებაშიუმაღლეს ხარისხს მივაღწიე. მერე სახელმაცარ დააყოვნა. ხალხის გულში ქმნილებებს ჩემსასმტკიცედ გაედგა ფესვი, და მე სვებედნიერიმშვიდად ვტკბებოდი არა მარტო ჩემი ნაღვაწით,დიდებითა და წარჩინებით, არამედ ღვთიურხელოვნებაში ძმადშეფიცულ ამხანაგებისნაღვაწითა და წარჩინებით. და არასოდესგაჰკარებია ჩემს გულს შური. ო, არასოდეს! –არც მაშინ, როცა დამთხვეული პარიზელებისუკადრი სმენის დაურვება შესძლო პიჩინიმ,არც მაშინ, როცა ჩემი გული პირველად შეძრაიფიგენიის პირველქმნილი ბგერების ზვავმა. . .ან ვისგან თქმულა, სალიერი ბოროტი შურითთუნდა ოდესმე ყოფილიყოს დამონებულიდა კაცთა მიე გაქექილი იქედნეს მსგავსადუღონო გესლით გულავსებულს მიწა ელოკოს?არავისაგან! . . . მაგრამ აწ თვით ვამბობ. შური მაქვს გულში,მშურს-მეთქი მწარედ, მშურს სასტიკად. ო, ზეცის შუქო!სადღაა მითხარ სამართალი, როს წმინდა ნიჭი,უკვდავი მადლი - უანგარო სიყვარულს, შრომას,გულმოდგინებას, თავდადებას, ლმობას, ვედრებასკი არა ხვდება მეოხებად, არამედ შლეგის,უქმადმავლის შუბლის დანათის? . . ო, მოცარტ, მოცარტ!(შემოდის მოცარტი)მ ო ც ა რ ტ იაჰა, კიდევაც დამინახე! მე კი მინდოდა,მოულოდნელი ეშმაკობით გაგხუმრებოდი.ს ა ლ ი ე რიაქ ხარ? . . კი მაგრამ. . .მ ო ც ა რ ტ იეს წუთია, მოვედი, - შენთვისგულით მინდოდა ერთი რამე მეჩვენებია,მაგრამ დუქანს რომ ჩავუარე, მომესმა უცებვიოლინოს ხმა. . . გეფიცებით, შენ ამის მსგავსიდაბადებიდან არაფერი მოგისმენია. . .დუქანში ერთი ბრმა მოხუცი voi che sapete 1-ს
უკრავდა , - შენ ვერ წარმოიდგენ, რა სასაცილოდ!ვერ მოვითმინე, ის მოხუცი აქ მოგიყვანე,რომ გაზიარო მისი დაკვრის დიდოსტატობას.შემო!(შემოდის მოხუცი ვიოლინოთი ხელში)
მოცარტის დაგვიკარი, თუ იცი, რამე!(მოხუცი უკრავს არიას დონ ჟუანიდან. მოცარტი ხარხარებს)ს ა ლ ი ე რიშენ შეგიძლია იხარხარო?მ ო ც ა რ ტ იო, სალიერი!ნუთუ შენ თვითონ გულიანად არ გეცინება?ს ა ლ ი ე რიარა! სულაც არ მეცინება, როცა უმსგავსიმღებავის ფუნჯი რაფაელის მადონას თითხნის.არ მეცინება, როცა ლიზღი ტაკიმასხარაცდილობს წაბაძვით შემიგინოს ალიგიერი.გასწი აქედან, ბერიკაცო!მ ო ც ა რ ტ იმოიცა! აჰა,დალიე ჩემი სადღეგრძლო.(მოხუცი გადის)შენ გუნებაზეარ უნდა იყო, სალიერი. მე სხვა დროს მოვალ.ს ა ლ ი ე რირაღაც გინდოდა, მგონი, ჩემთვის გეჩვენებინა.მ ო ც ა რ ტ იმაიცნდამაინც არაფერი. ამ წინეებზეგულს მიწვრილებდა უძილობა ჩვეულებრივადდა უნებლიეთ ორიოდე აზრი მოვჩხრიკე.დღეს ჩავინიშნე, სალიერის ვაჩვენებ-მეთქი,ვნახავ, რას მეტყვის. . . მაგრამ გატყობ, შენ საამისოდარა გცალია.ს ა ლ ი ე რიგულქვა კაცო! ვყოფილვა კიაშენთვის როდისმე მოუცლელი? დაჯექ, მე გისმენ.მ ო ც ა რ ტ იწარმიდგინე. . . ვინ? ვინც გინდა. წარმოიდგინეთუნდაც მე, ოღონდ ახალგაზრდა ცოტათი უფრო,შეყვარებული, მაგრამ ისე, ზერელდ, ვითომვზივარ ტურფასთან ან მოყვასთან, ვთქვათ შენთან, გულითგახარებული. . . უცებ: შავი სამარის მსგავსიანაზდეული უკუნეთი. . . და სხვა ამგვარი.ჯობს მოისმინო.(უკრავს)ს ა ლ ი ე რიროგორ? შენ ეს მოგქონდა ჩემთანდა იმ დუქანთან უსინათლო მევიოლინისუხამს სიმღერას არხეინად უსმენიდ? ღმერთო!შენ საკუთარი თავის ღირსი არა ხარ, მოცარტ!მ ო ც ა რ ტ იმოგწონს? ნამდვილად?ს ა ლ ი ე რირა სიმღერა, რა სინატიფე!ღმერთი ხარ, მოცარტ, მაგრამ თვითონ ვერ ხედავ ამას,დაბრმავებული შთაგონების ზეგრდმო ნიჭით,მე კი. . . მე ვხედავ. . .მ ო ც ა რ ტ ინუთუ მართლა? თუმცა ვინ იცის. . .მაგრამ იცოდე, რომ ის ღმერთი დამშეულია.ს ა ლ ი ე რიეჰე! ეს საქმე ადვილია მოსაგვარებლად,წავისადილოთ ”ოქროს ლომში”.მ ო ც ა რ ტ იძალიან კარგი.მოხარული ვარ. ოღონდ წუთით შევირბენ სახლშიდა გავაფრთხილებ ცოლს სადილა არ დამელოდოს.ს ა ლ ი ე რიმე გელოდები! ვინძლო დიდხანს არ მალოდინო. . .არ ძალმიძს უკვე წინ აღვუდგე ჩემს ბედიწერას:ჩემი ხვედრია შვაჩერო მისი ზესწრაფვა,არა და ყველა ჩვენთაგანი დაიღუპება!მარტო მე, მარტო ჩემს ყრუ სახელს კი არ წარხოცავსმისი დიდება, ყველა მსახურს ჰარმონიისასდაღუპავს იგი. ან რს გვარგებს მისი სიცოცხლე,კიდეც რომ შეწვდეს ხელოვნების ახალ მწვერვალებს?აამაღლებს კი ის მუსიკას? არამც და არამც!მისი სიკვდილის შემდეგ იგი კვლავ დაეცემა.არც შთამომავალს დაგვიტოვებს. მაშ, რად გვარგია?ვით ქერუბიმმა, საკვირველმა სამოთხის ჩიტმა,თან მოგვიტანა რამდენიმე საგალობელი,რათა ჩვენს გულში - ამაოთა გულში - სურვილიფრთამოკვეცილი აღეძრა და გაფრენილიყოკვლავ სამოთხისკენ. მაშ, გაფრინდი! ხელთა მაქვს უკვეჩემი იზორას საჩუქარი უკანასკნელი!თვრამეტი წელი თან დამქონდა ეს საწამლავი,და იმ დროიდან ხშირად ჩემი სიცოცხლე ჰგავდამწარე სატკივარს. ხალისიან ჩემს მეტოქესთანმე ხშირად ვმჯდარვარ ერთ სუფრაზე გულდარდიანი,მაგრამ მაცდური ჩურჩულისთვის ყური სულმოკლედარდ დამიგდია არასოდეს, თუმც მხდალი არ ვარ,თუმცა ვატარებ გულში სასტიკ შურაცხყოფას,თუმცა სიცოცხლე არად მიღირს . . . მე არ ვჩქარობდი.თვითოვე მსურდა მე სიკვდილი, მწყუროდა, მაგრამვფიქრობდი, ჩემკენ ეს საწუთრო, ვინ იცის, იქნებანაზდეული მოწყალებით მობრუნდეს-მეთქი.მეწვიოს იქნებ ღვთაებრივი შემოქმედებისაღტკინება და შთაგონება შეუწერელი,ან იქნებ ახლად მოვლენილმა ჰაიდნმა შექმნასრამე დიადი - და იმ ჰანგით დამიტკბოს სული. . .და საძულველი მეინახის პირისპირ მჯდარივფიქრობდი კიდევ. იქნებ ჩემი სასტიკი მტერინვიპოვო ბოლოს. იქნებ თავზე დამატყდეს მაღლითმოულოდნელი, ქვედამხედი შეურაცხყოფადა ის - იზორას საჩუქარი დამჭირდეს-მეთქი.მართალიც ვიყავ! აწ ვიპოვე მე ჩემი მტერიუბოროტესი. და ახალმა ჰაიდნმა სულიაღფრთოვანებით მე კიდემდის ამივსო უკვე.დროა! აღთქმულო საჩუქარო სიყვარულისა,აწ მეგობრობის ფიალაში გადაინაცვლე!
ს ც ე ნ ა II
(დუქნის განცალკევებული ოთახი. ფორტეპიანო.სუფრას უსხედან მოცარტი და სალიერი)
ს ა ლ ი ე რიმოღუშული ხარ დღეს რატომღაც.მ ო ც ა რ ტ იმე? არა მგონი.ს ა ლ ი ე რინამდვილად, მოცარტ! გაწუხებდეს თითქოს რაღაცა.შენ კი ზიხარ და იჭმუხნები.მ ო ც ა რ ტ იმართალი გითხრა,დარდი მაქვს ჩემი Reguiem-ის და ის მაწუხებს.ს ა ლ ი ე რიო, Reguiem-ს წერ? ეს მითხარი, როდის დაიწყე?მ ო ც ა რ ტ იიქნება ასე სამი კვირა. არ მიამბნია ?შემთხვევა იყო საოცარი. . .არა!მ ო ც ა რ ტ იმაშ, გეტყვი:ამ სამიოდე კვირის უკან, მე გვიან ღამითდავბრუნდი სახლში. სასახლეში მითხრეს, ვიღაც უნცობმამოგაკითხაო. რა საქმეზე - არვინ იცის.არ დამეძინა მთელი ღამე, ვფიქრობდი: ნეტავინ არის, ჩემთან რა საქმე აქვს? . . . იმ კაცმა თურმემეორე დღესაც მომაკითხა. არც მაშინ დავხვდი.მესამე დღეს კი, იატაკზე ჩემს ბიჭუნას რომვათამაშებდი, დამიძახეს. გავხედე სტუმარს.შავად ჩაცმულმა მამაკაცმა თავაზიანადდამიკრა თავი შემიკვეთა მე Reguiem-იდა უცბად გაქრა. მე მაშინვე დავჯექი წერად -ის დღე იყო და ის დღე. მერე შავოსანს ჩემსასარ მოუკითხავს ჩემთვის, აღარ შემოუვლია.მიხარის კდიეც: გულს დამწყვეტდა, არ ვიცი რატომ,მე ამ ნაშრომთან განშორება, თუმც რახანია,მზადა მაქვს უკვე Reguiem-ი. ამავე დროს კი . . .ს ა ლ ი ე რირა ამავე დროს?მ ო ც ა რ ტ იმე მრცხვენია ეს ვაღიარო . . .ს ა ლ ი ე რ ირა ეს, მითხარი!მ ო ც ა რ ტ იარ მასვენებს დღისით და ღამითის ჩემი უცხო შავოსანი, ლანდივით დამდევს,სადაც არ წავალ, თან დამყვება. მე მგონი იგიახლაც აქა ზის. აქ, ჩვენს შორის - მესამე კაცად.ს ა ლ ი ე რ იკარგი, გეყოფა! ყმაწვილურ შიშს დაუჯაბნიხარ!ფუჭი აზრები მოიშორე. ბომარშე ზოგჯერმეტყოდა ხოლმე: ”სალიერი, ჩემო ძმობილო,როგორც კი ჩიხში მოგიმწყვდევენ შავი ფიქრები,გახსენ მაშინვე შამპანურის შუშხუნა ბოთლი,ანდა ”ფიგაროს ქორწინება” გადაიკითხე”.მ ო ც ა რ ტ იშენ და ბომარშე მეგობრები იყავით აკი!განა იმისთვის არ დაწერე შენი ტარარა?კარგი რამ არის. . . იქ მე ერთი მოტივი მახსოვს. . .ვღიღინებ ხოლმე ხშირად, როცა გუნებაზე ვარ. . .ტა-რა-რა-რა-რა. . . სალიერი, მითხარი, მართალსამბობენ, თითქოს მოეწამლოს ბომარშეს კაცი?ს ა ლ ი ე რ იარა მგონია! ის ამგვარი ხელობისათვისსასაცილოც კი მეჩვენება.მ ო ც ა რ ტ იის ხომ გენიითიყო ცხებული, ვით მე და შენ, ხოლო გენიადა ბოროტება ერთმანეთს ვე შეუთავსდება.ს ა ლ ი ე რ იშენ ასე ფიქრობ?(საწამლას უყრის ჭიქაში)აბა, შესვი!მ ო ც ა რ ტ იშენ სადღეგრძელოსვსვამ, სალიერი! ჰარმონიის ერთგულ შვილების-მოცარტისა და სალიერის უწრფელეს კავშირისდა მეგობრობას გაუმარჯოს. . .ს ა ლ ი ე რ იმოიცა! უკვე . . .უკვე დალიე? ოჰ, სულსწრაფო, უჩემოდ შესვი?კმარა სმა-ჭამა. (ფორტეპიანოსთან მიდის)მოუსმინე აწ ჩემს Reguiem-ს. (უკრავს)ო, სალიერი, შენ ქვითინებ?ს ა ლ ი ე რ იპირველად მომდისმე შვებისა და სატკვარის წმინდა ცრემლები,თითქოს ტვირთმძიმე მოვიხადე მოვალეობა,თითქოს დასტაქრის სამკურნალო დანამ მომკვეთამტკივანი ასო! ეს ცრემლები, ო მეგობარო. . .ნუღარ მიყურებ! გააგრძელე. ამივსე სულიმაგ ღვთაებრივი ხმიერებით.მ ო ც ა რ ტ იო, ჰარმონიისძალას რომ ყველა შენებრ გრძნობდეს, შენებრ ფიქრობდეს,მაგრამ რას ვამბობ?! მაშინ ხომ ეს წუთისოფელიდაიქცეოდა. და ცხოვრების ქვენა საზრუნავსქვეყნად არავინ მიხედავდა. ყოველი კაციხელოვნებისთვის მოიღებდა თავის სიცოცხლეს.მაგრამ მცირედნი ვართ რჩეულნი. საჭიროებისარად ჩამგდები, ნებიერი უზრუნველობითმშვენიერების აღსავალთან მდგარი მოგვები.ასეა! . . . მაგრამ ახლა თითქოს შეუძლოდა ვარ,დავმძიმდი თითოქს. წავალ, იქნებ გამოვიძინო.მშვიდობით ძმაო.ს ა ლ ი ე რ იაბა, კარგად(მარტო)შენ დაიძინებდიდი ხნით, მოცარტ! მაგრამ ნუთუ ჭეშმარიტი თქვადა მე არა ვარ გენიოსი? გენიის მადლიდა ბოროტება ერთმანეთს ვერ უთავსდებაო. . .არ არის სწორი! მას, ვინ იყო ბუონაროტი?თუ ეს უხამსი, უბადრუკი მონაჭორიადა ვატიკანის ამგებელი არ იყო მკვლელი?
-----------------------------------------------------------------------
1თქვენ, რომელთა უწყით (იტალ.).

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი