პოეზია · ლირიკა
ამ წუთისოფლის უდაბურ და ტრიალ ტრამალში
ამ წუთისოფლის უდაბურ და ტრიალ ტრამალშიამოუხეთქავს სამს ძველთაგან სხვადასხვა წყაროს:ერთს სიყმაწვილის წყარო ჰქვია - თამაშ-თამაშითჩამორბის თავქვე, მომშფოთვარებს, მოხტის და ჩქარობს,კასტალის წყარო შთაგონების ზვირთებით ხვივის,ამსოფლად იგი განდევნილს და ყარიბს მსახურობს,მესამე წყარო - დავიწყების წყაროა ცივი,იგი ჰკლავს წყურვილს, სხვაზე უკეთ ის დაგვარწყულებს.
1827