პოეზია · ლირიკა
თითქმის
როგორც ნადირმა, გაზაფხულმა დაგლიჯა თოვლიდა ფერდობებზე დესანტივით დაეშვა წვიმა,მე ვიმატებდი ისე, როგორც მდინარის დონე,წვიმა გაება უსასრულო და ლამაზ მძივად.ჭექა-ქუხილზე გამოცვივდნენ კვირტები გარეთ,ყვავილები კი ციცნათელებს იბნევდნენ თმაში.და მე იმგვარად მახარებდა წვიმა და ქარი,თითქოს სალამზე ვპასუხობდი პატარა ბავშვებს.