პოეზია · ლირიკა
მამა
ფოთლები: შენი პირველი ყოფა.შენი ყრმობა და ბავშვობა: ვაზი.ანათებს ქარი, საღვინე კოკადა სახლი, ნოეს კიდობნის მსგავსი.მთელი სიცოცხლე გეძახის ვიღაც, –არ იცის, რომ ვერ დასტოვებ ვენახს,ვერც სულის ფსკერზე დალექილ თიხას,ვერც ზუზუნს: ქარის მშობლიურ ენას.რა იყო ატმის ხეების როლი –(ნედლი ტოტები, გრილი და ხისტი)?უცებ გასულა ძვირფასი დროი _შურისძიება უცნობი (რისთვის?)თვალი მოვკარი სიბერის ხომალდს.უცხოა ყველა: ვინ გეტყვის მართალს?..რატომ ჰგავს შენი ვენახში დგომაყვავილებისთვის მიცემულ აღთქმას.ვერ გამიგია: ვინ დასთესს მარცვალსსაოცრებისას (შენ, თოვლი, ცაცხვი),ვერც ის – საიდან სადამდე ხარ ცა,ანდა საიდან სადამდე კაცი.