↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართლი

ბუბუციძე ალი

2001-07-121 წთ საკითხავი661 ნახვა

—
საოცარია ნაქარგობა ქართლის ბაღების,სამომავლო და სამერმისო ფერით და ნაყშით...მშვენიერების ცხრაკლიტული კარის გამღებირიჟრაჟისფერი სიხარულით მკრთომარებს ვაშლი.იღვიძებს კომში. აღტაცებას ვერ ფარავს კორდიმიმოხატული მოულოდნელ ატმის ფურცლებით.მოუსმენელი ჰარმონია და ქარაშოტისულს ეფინება უცნაური და განუცდელი.მაღლაა ჯვარი. იქვეა მზე და უდაბურისივრცის ძახილი გალურსული ქვაში და ხეში,უჟამობისგან განწმენდილი ყოფნის სადგური,კაშკაშა, როგორც თრიმლისა და ძახველის ნეშო.აქვეა თრთოლვა: გაზაფხულის და მტკვრის ნაპირი,აყვავებული სიმარტოვე ცისა და ნატვრის,აქვეა ჩემი მეგობარი: თეთრი აპრილი –ყინწვისისა და სვეტიცხოვლის უცნობი ხატი.აქაურია სიხარული მზისა და მთვარის,რაიც უცნაურ სიმაღლეთა ზარებს განმგებლობს...მე ვიცნობ ვაშლის განათებულ ქათქათა ყვავილს:ქართლის ველების საღამოთა მფარველ ანგელოზს...

ბუბუციძე ალი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი